სრული კატასტროფა "რეალის" ბანაკში: ტრავმა კიდევ სამმა ფეხბურთელმა მიიღო

image


“ბარსელონას“ წინააღმდეგ 5:1 ანგარიშით განადგურებას ისიც დაემატა, რომ მატჩში მადრიდის „რეალის“ 2 ფეხბურთელი დაშავდა - მარსელომ და მარიანომ "კამპ ნოუზე" ტრავმები მიიღეს.

ბრაზილიელი ფეხბურთელი საერთაშორისო პაუზამდე ვეღარ იასპარეზებს, 25 წლის დომინიკელი ფორვარდი კი დაახლოებით 15 დღის განმავლობაში სრული დატვირთვით ვარჯიშს ვეღარ მოახერხებს.

„სევილიას“ წინააღმდეგ დაპირისპირებაში, მარსელო ერთხელ უკვე დაზიანდა. კვირას კი ფეხბურთელი კვლავ კუნთის ნაცნობმა პრობლემამ შეაწუხა.

30 წლის მარცხენა მცველი ნოემბრის საერთაშორისო პაუზამდე ყველა შეხვედრას გამოტოვებს. იგი ვერ იასპარეზებს „მელილიას“, „ვალიადოლიდის“, „ვიქტორიას“ და „სელტას“ წინააღმდეგ.

1 თვის ინტერვალში, მარსელომ კუნთის მეორე ტრავმა მიიღო. აქამდე იგივე ხესუს ვალეხოს, ბეილსა და კარვახალსაც დაემართათ.

რაც შეეხება 21 წლის ვალეხოს, ის „ლოს ბლანკოსის“ მეოთხე ცენტრალური მცველია. მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ესპანელს ჯერ-ჯერობით საერთოდ არ უთამაშია, რადგანაც რამდენიმე ტრავმამ შეაწუხა. ახლახანს ვალეხო კვლავ დაზიანდა და როგორც მინიმუმ, მას დამატებით 2 კვირის გამოტოვებაც მოუწევს.

მწვრთნელთან და ძალიან ცუდ ასპარეზობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ახლა ტრავმირებული ფეხბურთელებიც შეემატნენ. როგორც ჩანს, "სამეფო კლუბის" კრიზისს ჯერ-ჯერობით ბოლო არ უჩანს...

წყარო: ესპანური გამოცემა "MARCA".





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა