"რეალის" ახალი დასაწყისი - დღეიდან ლოპეტეგს კონტე შეცვლის

image


მადრიდის "რეალის" მიმდინარე სეზონის საშინელი სტარტი დღეს, "ბარსელონასთან" 5:1 ანგარიშით განადგურებით დაგვირგვინდა.

რთულია იმ ფაქტის უარყოფა, რომ "სამეფო კლუბის" სამარცხვინო შედეგებზე პასუხისმგებლობა სწორედ მთავარ მწვრთნელს ეკისრება. მიუხედავად ფეხბურთელების მხრიდან გამოხატული თანადგომისა, რიგი ლოპეტეგის გადაწყვეტილებებისა გულშემატკივრებს შორის მრავალ კითხვის ნიშანსა და სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს.

დღევანდელი მატჩის დასრულების შემდგომ, "რეალის" ფეხბურთელებმა, განსაკუთრებით კი სერხიო რამოსმა, შედარებით პასიური პოზიციის დაკავება ამჯობინეს. რამოსის თქმით, ლოპეტეგის მომავალს შესაბამისი პირები გადაწყვეტენ. ზუსტად იგივე რამ განაცხადა ლოპეტეგმა პრესკონფერენციაზე.

ახლახანს, რიგი ესპანური და ბრიტანული წყაროებისა ავრცელებენ ინფორმაციას და ყველანი თანხმდებიან, რომ ლოპეტეგის დრო "რეალში" საბოლოოდ ამოიწურა.

ბრიტანული გამოცემები "The Sun", "The Independent", "Daily Star" და სხვა მრავალი გვატყობინებენ, რომ კონტე ლოპეტეგს დღეს, ორშაბათიდან ჩაანაცვლებს და მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელად რამდენიმე საათში მოგვევლინება. ოფიციალურ განცხადებას აღნიშნულის თაობაზე სწორედ ორშაბათს ველით.

არანაკლებ აქტიურობს "ტვიტერიც", სადაც რიგი ჟურნალისტებისა (და სხვა სარწმუნო პირები) ამტკიცებენ, რომ კონტემ შვებულება დროზე ადრე დაასრულა და ეგვიპტიდან უკვე ლონდონში მიფრინავს. ლოპეტეგის გათავისუფლების შემდგომ, იტალიელი მყისიერად დაიკავებს "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტს.

ამგვარად, ველით 49 წლის ანტონიო კონტეს "რეალის" თავკაცად დანიშვნის ოფიციალურ ინფორმაციას.

შეგახსენებთ იმასაც, რომ კონტეს "ჩელსისთან" კონტრაქტი ჯერ კიდევ აკავშირებს, მაგრამ ეს ფაქტი იტალიელის "სამეფო კლუბის" სათავეში მოსვლას ხელს არ უშლის. არცთუ რთული ფინანსური დეტალების მოგვარების შემდგომ, კონტეს "რეალის" გაძღოლა უპრობლემოდ შეეძლება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა