სიახლე გუტის "რეალში" მოსვლის თაობაზე » "რეალის" ფან-კლუბი


სიახლე გუტის "რეალში" მოსვლის თაობაზე

image


„ბეშიქთაშის“ პრეზიდენტის ფიკრეტ ორმანის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა ხულენ ლოპეტეგის ჩანაცვლებას გუტით მოინდომებს, ამ უკანასკნელს თურქული კლუბის დატოვებაზე არავითარი პრობლემა არ შეექმნება.

მართალია სამშაბათს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩემპიონთა ლიგის მესამე მატჩში მადრიდის „რეალმა“ პლზენის „ვიქტორიას“ 2:1 ანგარიშით სძლია და წნეხი ოდნავ შეამსუბუქა, მაგრამ ესპანელი სპეციალისტის მომავალი "სამეფო კლუბში" ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

კვირას, „ბარსელონა“ მადრიდის „რეალს“ „კამპ ნოუზე“ მასპინძლობს. ეს იქნება მიმდინარე სეზონის და 2007 წლის შემდგომ პირველი „ელ კლასიკო“, რომელშიც არც რონალდუ და არც მესი მონაწილეობას არ მიიღებენ. მაღალი ალბათობით, კატალონიურ კლუბთან დაპირისპირება ლოპეტეგის მომავლის განმსაზღვრელი იქნება.

„ელ კლასიკოს“ ლოპეტეგიც უკანასკნელ შანსად აღიქვამს და მატჩის მოგებისათვის ყველაფერს შეეცდება, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ „რეალის“ ხელმძღვანელის ემილიო ბუტრაგენიოს თქმით, ლოპეტეგის შეცვლა და მენეჯმენტის ცვლილებები კლუბში ჯერ-ჯერობით არ იგეგმება.

როგორც არ უნდა იყოს, ცხადია, რომ „ბეშიქთაში“ დამხმარე მწვრთნელის გუტის არ დააბრკოლებს.

გუტის, რომელმაც მადრიდის „რეალი“ დატოვა და „ბეშიქთაშს“ ივლისში შეუერთდა, ლოპეტეგის საქმის გამგრძელებლად მოიაზრებენ. თავის მხრივ, გუტიმ თითქმის მთელი თავისი კარიერა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაატარა, კარიერის დასრულების შემდგომ კი მადრიდული კლუბის ახალგაზრდულ აკადემიაში დაიწყო მუშაობა.

აი, რა განაცხადა ორმანმა ახლახანს გამართულ პრესკონფერენციაზე გუტის მიერ ლოპეტეგის შესაძლო ჩანაცვლების თაობაზე:

„გუტისთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არცერთი წინადადება არ მიგვიღია.“

„არაფერი გაგვიგია და არც არავინ დაგვკონტაქტებია, მაგრამ თუკი მადრიდის „რეალი“ შეგვეხმიანება და თხოვნით მოგვმართავს, ჩვენ მოხარული ვიქნებით მათ დახმარების ხელი გავუწოდოთ.“

„გუტის მადრიდში დაბრუნება ჩვენთვის საამაყო იქნება. ის „რეალის“ მთავარ მწვრთნელობას ნამდვილად იმსახურებს. ამ ზაფხულს ჩვენც გვსურდა, რომ გუტის იდენტური პოსტი „ბეშიქთაშშიც“ დაეკავებინა.“ - განაცხადა "ბეშიქთაშის" პრეზიდენტმა ფიკრეტ ორმანმა.

„ვიქტორია პლზენის“ დამარცხებით, „რეალმა“ 5-მატჩიანი მოუგებელი სერია როგორც იქნა დაასრულა. მიმდინარე სეზონის „ლა ლიგის“ გათამაშების სატურნირო ცხრილში ლოპეტეგის გუნდი მე-7 ადგილს იკავებს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა