გარეტ ბეილის აღსანიშნავი მიღწევა მადრიდის "რეალში"

image


23 ოქტომბერს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ პლზენის "ვიქტორიას" წინააღმდეგ გარეტ ბეილმაც იასპარეზა, რაც ნიშნავს იმას, რომ უელსელ ფეხბურთელს მადრიდის „რეალის“ რიგებში ახლა უკვე 200 მატჩი აქვს ჩატარებული. საგულისხმოა ისიც, რომ გუშინ ბეილმა მარსელოს საგოლე გადაცემაც გაუკეთა.

ფორვარდი „რეალში“ თავის მე-6 სეზონს ატარებს. „ლოს ბლანკოსთან“ ერთად, უელსელმა 135 გამარჯვება იზეიმა და 92 გოლის გატანა შეძლო. მე-13 ევროპის თასის მოგებაში ბეილმა დიდი წვლილი შეიტანა და გულშემატკივრებს თავი გამორჩეულად დაამახსოვრა, გაიტანა რა საუცხოო მაკრატელა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

„სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში ბეილის 200 მატჩი ტურნირების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: „ლა ლიგა“ – 134 მატჩი, ჩემპიონთა ლიგა - 47, „ესპანეთის საფეხბურთო თასი“ – 9, "მსოფლიო საკლუბო თასი" - 4, „ესპანეთის სუპერთასი - 3 და „უეფას“ სუპერთასი - 3.

ამ მხრივ, 2014/15 წლის კამპანია ბეილისთვის განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა. ამ პერიოდში, უელსელი ვინგერი მოედანზე 48-ჯერ გამოვიდა.
მიმდინარე სეზონში, ბეილმა 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლის გატანაც მოახერხა.

„რეალში“ ყოფნის მანძილზე, ბეილმა „ლოს ბლანკოსთან“ ერთად 13 ტიტული აღმართა, მათ შორის 4 ჩემპიონთა ლიგა გახლდათ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა