ბენზემას ყველა ტურნირზე აქვს გოლი გატანილი - ფრანგი ფორვარდის ახალი მიღწევა
ოთხშაბათს, მადრიდის „რეალისა“ და „ატლეტიკოს“ დაპირისპირებაში, ბენზემამ სეზონის პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა. აქამდე, ფრანგ თავდამსხმელს „ლოს ბლანკოსის“ რიგებში, უეფას სუპერთასის ტურნირზე, არცერთი გოლი არ ჰქონდა გატანილი.
„ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გატანილი ბურთით, ბენზემამ "სამეფო გუნდის" მაისურით გატანილი გოლების რაოდენობა 193-მდე გაზარდა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ იგი კლუბის ისტორიაში მე-7 ყველაზე შედეგიან ფეხბურთელად იქცა. სიაში მომდევნო ადგილზე უგო სანჩესი იმყოფება, რომელსაც თეთრი მაისურით 208 გოლი აქვს გატანილი.
კარიმ ბენზემამ 6 გათამაშებაში შეძლო გოლის გატანა. ოფიციალური სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:
ლა ლიგა - 127 გოლი
ევროპის თასი - 44
ესპანეთის საფეხბურთო თასი - 16
მსოფლიო საკლუბო თასი - 3
ესპანეთის სუპერთასი - 2
უეფას სუპერთასი - 1
„ლოს გალაქტიკოსის“ შემადგენლობაში, სწორედ ეს გოლები დაეხმარა ბენზემას გუნდთან ერთად 16 ტიტულის მოგებაში. ამ ზაფხულს, ფორვარდმა უკვე მოახერხა მოწინააღმდეგის კარის 3-ჯერ დალაშქვრა.
კვირას, სანტიაგო ბერნაბეუზე, მადრიდის "რეალი" ლა ლიგის კამპანიას წამოიწყებს. ბენზემა "ხეტაფეს" წინააღმდეგ დაპირისპირებაშიც შეეცდება თავის გამოჩენას.
loading...
ბოლო სიახლეები
მსგავსი სიახლეები
რეკლამა
პოპულალური
რეკლამა