რამოსის კომენტარი თანაგუნდელთან დაპირისპირების შემდგომ

image


მადრიდის „რეალის“ კაპიტანი სერხიო რამოსი დღევანდელ ვარჯიშზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. მისი შეტყობინება „ლოს ბლანკოსის“ მარცხენა მცველმა სერხიო რეგილონმაც დადებითად მიიღო.

„ვალდებებასზე“ ვარჯიშის დროს, რეგილონმა ბურთის ნახტომში დაჭერა სცადა, რის დროსაც „სამეფო კლუბის“ კაპიტანს იდაყვი გაარტყა. ამის გამო რამოსი გაღიზიანდა და თანაგუნდელის მისამართით ბურთი მთელი ძალით დაარტყა. ინციდენტი ამით არ ამოწურულა. მომდევნო ვარჯიშზე გადასვლის პარალელურად, რამოსი რეგილონს თითს უქნევდა და ბურთი ამჯერად უკვე ზუსტად გაარტყა. რამოსის დამშვიდება მოდრიჩს მოუწია.

ვარჯიშის დასრულების შემდგომ, რამოსმა სოციალური ქსელის მეშვეობით ბოდიში მოიხადა: „შესაძლოა ხალხისთვის ეს ასე არ ჩანდეს, მაგრამ ამგვარი მოვლენები ვარჯიშებზე ყოველთვის ხდება, მაგრამ ეს გასასამართლებელი საბუთი არ არის. ასე აგრესიულად ნამდვილად არ უნდა მოვქცეულიყავი. ყველა ვარჯიშზე ბოლომდე ვიხარჯებით. ხომ ასეა რეგი? საბოლოოდ, ჩვენ ყველანი ერთად ვიმარჯვებთ! ამით სრულდება ეს ეპიზოდი და ხვალ უნდა მოვიგოთ.“

თავის პოსტს რამოსმა ზემოთ ნაჩვენები ფოტო დაურთო, რომელზეც კურტუა, კროოსი, სებალოსი, ვასკესი, ვინისიუსი, მარიანო და რეგილონი არიან გამოსახული.

აკადემიის აღზრდილი 21 წლის რეგილონი რამოსს მალევე გამოეხმაურა: „ყოველთვის ჩემი კაპიტნისა და გუნდის გვერდით ვარ. ხვალ უნდა გავიმარჯვოთ!“

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის „G ჯგუფში” მადრიდის „რეალი“ მოსკოვის „ცსკა“-ს 1 ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილს იკავებს.

მესამე ტურის ფარგლებში, „ლოს ბლანკოსი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ პლზენის „ვიქტორიას“ მასპინძლობს.

შეხვედრა 23 ოქტომბერს, 23:00 საათზე დაიწყება.

იხილეთ კონფლიქტის ამსახველი ვიდეო


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა