მადრიდის "რეალს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიოს დანიშვნა სურს

image


მადრიდის „რეალი“ გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის იულენ ლოპეტეგის შემცვლელის ძიებას განაგრძობს.

„თეთრები“ ისტორიაში სეზონის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ სტარტს ატარებენ - „სამეფო კლუბმა“ ბოლო 5 მატჩიდან ვერცერთის მოგება ვერ მოახერხა და ამ შეხვედრების მანძილზე მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლო.

ერთდროულად რამდენიმე სპორტული გამოცემა, უფრო ზუსტად კი „Marca”, “Okdiario” და „El Chiringuito” იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიოს ხილვა სურს.

55 წლის პორტუგალიელი „ლოს გალაქტიკოსს“ წარსულში უკვე ედგა სათავეში. წელს მოურინიო „მანჩესტერ იუნაიტედში“ მძიმე ვითარებაშია, მადრიდულ კლუბს კი ამ სიტუაციის სათავისოდ გამოყენება შეუძლია.

ესპანური წყაროების ინფორმაციით, „რეალი“ ანტონიო კონტესაც დაუკავშირდა. „ლოს ბლანკოსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების სხვა პრეტენდენტებად განიხილებიან ასევე სანტიაგო სოლარი, მიქაელ ლაუდრუპი, ლორან ბლანი და რობერტო მარტინესი.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო მადრიდის „რეალში“ 2010-2013 წლებში მუშაობდა. 2011 წელს, მან „სამეფო კლუბს“ „ესპანეთის საფეხბურთო თასი“, მომდევნო წელს კი „ესპანეთის სუპერთასისა“ და „ლა ლიგის“ ტიტულები მოაგებინა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა