"ლევანტესთან" მატჩით სერხიო რამოსმა და კაზემირომ ახალი რეკორდი დაამყარეს

image


მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში, სერხიო რამოსმა და კაზემირომ შესაბამისად მე-400 და მე-100 მატჩები ჩაატარეს.

კაპიტანი თავის ლეგენდარულ სტატისტიკას თანდათან აუმჯობესებს. იგი არის მე-10 მადრიდისტა, ვინც ამ ნიშნულს მიაღწია. რამოსი „რეალში“ თავის მე-14 სეზონს ატარებს. სევილიაში დაბადებულმა ფეხბურთელმა საერთო ჯამში 55 გოლი გაიტანა და კლუბთან ერთად 270 მოგება იზეიმა.

2011/12 წლებში რამოსმა 34-ჯერ იასპარეზა, 2005/06, 2006/07, 2007/08 და 2009/10 წლების სეზონში რამოსი მოედანზე 33-ჯერ გამოვიდა. კაპიტანმა ლიგის ტიტული 4-ჯერ აღმართა. მიმდინარე სეზონის ესპანეთის გათამაშებაში რამოსმა ყველა, 9-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლის გატანაც მოახერხა.

რაც შეეხება კაზემიროს, ფეხბურთელის დებიუტი "რეალში" 2013 წლის 20 აპრილს „ბეტისის“ წინააღმდეგ (3:1) მატჩში შედგა. კაზემირომ გუნდთან ერთად 73 გამარჯვება იზეიმა და „ლა ლიგაში“ 10 გოლის გატანაც შეძლო. ლიგის ტიტულის ტრიუმფის მონაწილე კაზემირო ერთადერთხელ გახდა. გასულ სეზონში, კაზემირო მოედანზე 30-ჯერ გამოვიდა, რაც მისთვის კარიერული საუკეთესო მაჩვენებელია.

იმავე სეზონში, კაზემირომ ახალი პერსონალური რეკორდი დაამყარა, გაიტანა რა 5 გოლი. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ წლევანდელ კამპანიაში, კაზემირომ სერხიო რამოსის მსგავსად, „ლა ლიგის“ 9-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სამწუხაროა, რომ ფეხბურთელების ზემოთაღნიშნული მიღწევა "ლევანტესთან" დასანან მარცხს (1:2) დაემთხვა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა