ბენზემა ადამიანის გატაცებაში დაადანაშაულეს - ფორვარდი ვითარებას მალევე გამოეხმაურა

image


მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ ყოველგვარი ეჭვი გაფანტა იმის თაობაზე, რომ თითქოსდა იგი პარიზში მომხდარი გატაცების საქმეში ყოფილიყოს ჩართული. 30 წლის ბენზემამ აგორებულ ჭორებს შემდეგნაირად უპასუხა: „ბოლოს და ბოლოს დამასვენეთ.“

ფრანგულმა გამოცემამ „Mediapart”-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბენზემა კონკრეტული პირის გატაცებაში იყო ბრალდებული, "მსხვერპლს" კი ბენზემას 50,000 ევრო ემართა.

პირმა, რომელმაც ბენზემა დაადანაშაულა, განაცხადა, რომ 7 ოქტომბერს, "პ.ს.ჟ." - "ლიონის" (5:0) მატჩის დასრულების შემდგომ, ბენზემა და მისი მეგობრები ამავე პირის შავ ფურგონში ჩაგდებას შეეცადნენ.

მამაკაცი აცხადებდა, რომ ფურგონში სწორედ ბენზემა იჯდა.

საქმეში პოლიციაც ჩაერთო, რომლის პოზიცია ასევე ფრანგულმა წყარო „AFP”-მ გაავრცელა - ფეხბურთელი აღწერილ ადგილას საერთოდ არ ყოფილა.

ბენზემას ადვოკატმა სილვაინ კორმიემ ფრანგულ საინფორმაციო სააგენტო „AFP”-ს განუცხადა: „ის კაცი ვინც ბენზემას ადანაშაულებს, სამსახურიდან ჯანმრთელობის პრობლემების გამო სულაც არ წამოსულა, გააგდეს. ახლა იგი ბენზემას მეგობრებს მოტაცებაში ადანაშაულებს და ჩვენ ახლა ისიც ვიცით, რომ იქ ბენზემა სულაც არ ყოფილა. სრული უტიფრობა და ნამდვილი გროტესკია.“

აგორებულ ჭორებს ბენზემა სოციალურ ქსელ "ტვიტერზეც" გამოეხმაურა:

„სამყარო თავის ჭკუაზეა? ეს ყველაფერი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს!“

შეგახსენებთ, რომ ბენზემას საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში მას შემდგომ არ უთამაშია, რაც 2016 წელს, ევროპის ჩემპიონატზე, ნაკრების შემადგენლობაში არ მოხვედრილა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა