"რეალის" ლიდერი საგოლე გადაცემებში - და ეს არ არის ტონი კროოსი!

image


მადრიდის „რეალში“ მოსვლიდან მოყოლებული, ლუკას ვასკესი ყველაზე შედეგიანი პასების ოსტატია - საქმე ეხება 40 საგოლე გადაცემას 7,000-ზე ნაკლებ წუთში.

საერთაშორისო პაუზამდე „რეალს“ აშკარად რაღაც აკლდა. „სამეფო კლუბი“ სათანადო შანსებს ვერ ქმნის და ამ პრობლემის მოგვარების გასაღები შესაძლოა „ლოს ბლანკოსის“ სათადარიგოთა სკამზე ვიპოვოთ. 2015 წლიდან მოყოლებული, ლუკას ვასკესი არის ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტი ასისტი აქვს შესრულებული და ამის მისაღწევად მას 6,935 წუთი დასჭირდა.

„ესპანიოლის“ ძირითად გუნდში თამაშის შემდგომ, ლუკასმა ასპარეზობა „რეალში“ განაახლა და გუნდის დინამიკაში მშვენივრად ჩაერთო. ზინედინ ზიდანს ფეხბურთელის დიდი იმედი ჰქონდა და მის პროგრესს მოთმინებითაც შეჰყურებდა. თავის პირველ წელში, ვასკესმა სასტარტო შემადგენლობაში 13 მატჩი დაიწყო, მომდევნო წელს იგი 20 შეხვედრაში აღმოჩნდა სასტარტოში, მესამე წელს კი უკვე 27-ჯერ.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ვასკესმა 40 პასი შეასრულა. კროოსი უდავოდ სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელია, თუმცა მას ჯერ-ჯერობით 39 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული. ამას ის გარემოებაც ემატება, რომ ვასკესმა 40 ასისტის ნიშნულს კროოსზე თითქმის ორჯერ ნაკლებ დროში მიაღწია. ვასკესი თითო საგოლე გადაცემას საშუალოდ ყოველ 173 წუთში აკეთებდა, ხოლო კროოსს ამისთვის 318 წუთი ესაჭიროებოდა. ამ სტატისტიკაში, ვასკესს მხოლოდ ხამეს როდრიგესი უსწრებს, რომელსაც 3,773 წუთში 22 გადაცემა ჰქონდა შესრულებული, რაც გვაძლევს 1 ასისტს ყოველ 171 წუთში.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა ითქვას, რომ მიმდინარე სეზონში ლოპეტეგი ვასკესს დიდად არ ენდობა. ყოველ შემთხვევაში, ისე არ ეყრდნობა მას, როგორც ზინედინ ზიდანი. ლოპეტეგის დაქვემდებარების ქვეშ, ვასკესმა მოედანზე საერთო ჯამში 197 წუთი გაატარა და რაც მთავარია, მხოლოდ ერთხელ, ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ცსკა“-ს წინააღმდეგ მარცხის დროს აღმოჩნდა სასტარტო შემადგენლობაში.

სხვა საინტერესო სიახლეები შეგიძლიათ იხილოთ აქ




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა