საუკეთესო კარიერული სტარტი - სერხიო რამოსის გოლების საუცხოო სტატისტიკა
სერხიო რამოსი მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ეროვნულ ნაკრების ლიდერია არა მარტო კაპიტნის ამპლუაში, არამედ გოლების თვალსაზრისითაც.
2018-19 წლების სეზონი ცენტრალურმა მცველმა შესანიშნავად დაიწყო. მან ახალი პერსონალური რეკორდი დაამყარა, რადგანაც რამოსი გატანილი გოლების რაოდენობით საუკეთესო სეზონს ატარებს. სევილიაში დაბადებულმა ფეხბურთელმა 14 თამაშში უკვე 6 გოლი გაიტანა.
მიმდინარე კამპანიაში, მადრიდის „რეალის“ რიგებში, რამოსმა მოწინააღმდეგის კარი 3-ჯერ აიღო. პირველად მადრიდის „ატლეტიკოს“ გაუტანა გოლი, შემდგომ კი „ჟირონა“ და „ლეგანესი“ დაამწუხრა. ეს ყველაფერი რამოსის პირველ 4 ოფიციალურ მატჩში მოხდა და შედეგად, მან „თეთრების“ რიგებში საუკეთესო სტარტი აიღო.
რამოსი არც ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში უჩივის გოლების გატანის უნარს.
33 წლის ფეხბურთელმა გოლი უელსისა და ინგლისის ეროვნულ ნაკრებებსაც გაუტანა. სექტემბერში ხორვატიის წინააღმდეგ გატანილ გოლსაც თუ ჩავთვლით, რამოსს ახლა უკვე ზედიზედ 3 შეხვედრაში აქვს მოწინააღმდეგის კარი აღებული.
რამოსის სტატისტიკა ყურადსაღებია - იგი ესპანეთის ეროვნული ნაკრების მოქმედი ფეხბურთელებიდან მეორე ყველაზე შედეგიანი მოთამაშეა. 160 მატჩში რამოსმა 16 გოლის გატანა მოახერხა, რაც მართლაც რომ მისაბაძი რეზულტატია.
ბოლო სიახლეები