"რეალი" ახალი თავსატეხის წინაშე - სჭირდება თუ არა გუნდს ახალი ფორვარდი?

image


ტალინში, უეფას სუპერთასის ფინალში, მადრიდის „ატლეტიკომ“ თავისი კამპანია „რეალის“ 4-2 ანგარიშით დამარცხებით წამოიწყო. მატჩში დიეგო კოსტამ დუბლი შეასრულა, რამაც „ლოს ბლანკოსს“ ახალი თავსატეხი გაუჩინა - სჭირდება თუ არა „ლოს გალაქტიკოსს“ „ჩელსის“ ყოფილი ფორვარდის მსგავსი თავდამსხმელი?

ესტონეთში კოსტას ანგარიშის გასახსნელად მხოლოდ 50 წამი დასჭირდა.

120 წუთის განმავლობაში, კოსტა ყველა ბურთისათვის შეუპოვრად იბრძოდა და კეილორ ნავასის კარში ორი ბურთის გატანაც შეძლო.

კრიშტიანუ რონალდუს კლუბიდან წასვლა ევროპის ჩემპიონების გოლის გამტან ძალას საგრძნობლად აკნინებს. ამ ზაფხულს, არცერთი მნიშვნელოვანი ტრანსფერი არ შესრულებულა. ნუთუ ლოპეტეგი სადებიუტო კამპანიას სერიოზული შემტევი ძალის გარეშე გეგმავს?

კოსტამ მადრიდის „რეალის“ დაცვას სერიოზული პრობლემები შეუქმნა, დამატებით დროში კი თავის გუნდელებს თავდაუზოგავად ამხნევებდა.

რონალდუს საქმის გაგრძელებას კარიმ ბენზემასა და გარეტ ბეილისაგან ელიან, მაგრამ ვერცერთმა მათგანმა ვერ გამოიჩინა მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში თავი ისე, როგორც ეს კოსტამ შეძლო. ამ უკანასკნელმა დიეგო სიმეონეს კლუბი უდავოდ ასახელა.

ამ ზაფხულს, ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ მადრიდის „რეალი“ რობერტ ლევანდოვსკისთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და რომ სამეფო გუნდს სწორედ ცენტრფორვარდი სჭირდებოდა.

მართლაც, კვირას, ლა ლიგის პირველ მატჩში „ხეტაფეს“ წინააღმდეგ, „ლოს ბლანკოსის“ შემტევი ხაზის მოქმედება კიდევ ერთხელ გამოიცდება და ეს დიდ ინტერესსაც იწვევს.

სიმეონეს გუნდის შემტევი ხაზის პროდუქტიულობა აშკარად გამოვლინდა. თუკი ორ გუნდს შორის მხოლოდ ეს განსხვავებაა, იქნებ მართლაც ესაჭიროებოდეს მადრიდის „რეალს“ ახალი თავდამსხმელი?


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა