რომელი ნომრით ითამაშებს აზარი "რეალში" ?

image


მადრიდის "რეალში" ახლახანს გადმობარგებულმა ედენ აზარმა როგორც ჩანს უკვე შეარჩია თავისი მაისურის ნომერი.

"ჩელსიში" და ბელგიის ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელი "10"-იანით ასპარეზობდა, მაგრამ "რეალში" იგივე ვერ მოხდება - როგორც მოგეხსენებათ, ეს ნომერი ლუკა მოდრიჩს აქვს დაკავებული.

თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ აზარს "7" ნომრის მაისურს უბოძებდნენ, რომელსაც წარსულში რაული და კრიშტიანუ რონალდუ ატარებდნენ. მალევე გაირკვა, რომ მარიანო დიასმა არ ისურვა "7"-იანთან გამოთხოვება და აზარის სანაცვლოდ სათამაშო ნომრის დათმობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აზარმა "რეალში" სათამაშოდ "23" ნომერი ამოირჩია, ყოველ შემთხვევაში, ამ ინფორმციას გვაწვდის ესპანური გამოცემა Marca.

ნომერი "23"-ის ამორჩევა ბელგიელი გარემარბისთვის განაპირობა იმ გარემოებამ, რომ იგი კალათბურთის დიდი გულშემატკივარია. NBA-ის ლეგენდა მაიკლ ჯორდანი სწორედ "23" ნომრით თამაშობდა. იგივე ნომერთან ასოცირდებიან კალათბურთის ამჟამინდელი ვარსკვლავები - ლებრონ ჯეიმსი, ენტონი დევისი, დერიკ როუზი და ბევრი სხვა.

"23" ნომრით "რეალში" დეივიდ ბეკჰემი, მესუთ ოზილი და ისკო თამაშობდნენ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა