მადრიდის "რეალის" ოქტომბრის მატჩების განრიგი - როდის ტარდება "ელ კლასიკო" ?

image


ოქტომბრის მიწურულს მადრიდის „რეალი“ „ლა ლიგის“ ორ, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ერთ შეხვედრას გამართავს.

საერთაშორისო პაუზის დასრულების შემდგომ, ასპარეზობა 20 ოქტომბერს, „სანტიაგო ბერნაბეუს“ მოედანზე განახლდება.

შაბათს, 20 ოქტომბერს, „ლა ლიგის“ მე-9 ტურის ფარგლებში, მადრიდის „რეალი“ „ლევანტეს“ უმასპინძლებს. შეხვედრა 3 საათზე დაიწყება.

სამი დღის შემდგომ, „სამეფო კლუბი“ ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდება, სადაც „ლოს ბლანკოსი“ „ვიქტორია პლზენს“ უმასპინძლებს. ეს იქნება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკვე მესამე მატჩი, რომელიც სამშაბათს, 23 ოქტომბერს, 11 საათზე აიღებს სტარტს.

ოქტომბრის დაპირისპირებები „ელ კლასიკოთი“ დასრულდება. მადრიდის „რეალი“ „კამპ ნოუს“ ეწვევა და „ლა ლიგის“ მე-10 ტურის ეგიდით, კატალონიის „ბარსელონას“ დამარცხებას შეეცდება. „ელ კლასიკო“ კვირას, 28 ოქტომბერს, 6:15 საათზე დაიწყება.

თვალსაჩინოებისთვის, კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ „რეალის“ მომავალი მატჩების განრიგს.

„რეალი“ – „ლევანტე“ - შაბათი, 20 ოქტომბერი, 3 საათი.

„რეალი“ – „ვიქტორია პლზენი“ - სამშაბათი, 23 ოქტომბერი, 11 საათი.

„ბარსელონა“ – „რეალი“ - კვირა, 28 ოქტომბერი, 6:15 საათი.


მოუთმენლად ველით თამაშების განახლებას და წარმატებებს ვუსურვებთ „რეალს“ მომავალ დაპირისპირებებში!



სხვა საინტერესო სიახლეები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა