"რეალის" ფეხბურთელთა სრული სია, რომლებიც "ოქროს ბურთის" მოსაგებად იბრძოლებენ

image


2018 წლის „ოქროს ბურთის“ კანდიდატებს შორის მადრიდის „რეალის“ 8 ფეხბურთელი დასახელდა.

"ლოს ბლანკოსის" რიგებიდან "ოქროს ბურთის" მოსაგებად შემდეგი ფეხბურთელები იბრძოლებენ: რამოსი, ვარანი, მოდრიჩი, მარსელო, ისკო, ბეილი, ბენზემა და კურტუა.

ფრანგული გამოცემის “France Football“-ის მიერ გამოქვეყნებულ 30-კაციან სიაში, "რეალის" გარდა, არცერთ სხვა კლუბს არ ერგო 8 ფეხბურთელის წარდგენის პატივი.

თავის მხრივ, სწორედ "France Football" აჯილდოებს ფეხბურთელებს ყოველწლიურად „ოქროს ბურთის“ პრესტიჟული ჯილდოთი.

"ოქროს ბურთის" მფლობელი 3 დეკემბერს გამოცხადდება.

წინა წელს გამართული დაჯილდოების შემდგომ, "სამეფო კლუბის" ზემოთ ჩამოთვლილ წევრთაგან პირველმა შვიდმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო საკლუბო თასი მოიგო.

რაც შეეხება, ბელგიელ გოლკიპერს, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მან ბელგიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში წარმატებით იასპარეზა და თავის ნაკრებს ისტორიული შედეგის დაფიქსირებაში შეუწყო ხელი - კურტუას გუნდმა მუნდიალი მე-3 ადგილზე ჩაამთავრა, რაც ეროვნული ნაკრების საუკეთესო შედეგია. რუსეთში გამართული მუნდიალის შემდგომ, ტიბო კურტუას "ოქროს ხელთათმანი" გადაეცა.

"France Football"-ის 30-კაციანი სრული სია შემდეგნაირად გამოიყურება: აგუერო, ალისონი, კავანი, კრიშტიანუ რონალდუ, დე ბრუინი, ფირმინო, გოდინი, გრიზმანი, აზარი, კეინი, კანტე, ლორისი, მანძუკიჩი, მანე, მბაპე, მესი, ნეიმარი, ობლაკი, პოგბა, რაკიტიჩი, სალაჰი და ლუის სუარესი.

"სამეფო კლუბის" ფეხბურთელებს წარმატებებს ვუსურვებთ!



სხვა საინტერესო სიახლეები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა