ედენ აზარი "ჩელსის" გულშემატკივრებს ემოციურად დაემშვიდობა

image


ედენ აზარი მადრიდის "რეალის" ფეხბურთელია, "სამეფო გუნდმა" ტრანსფერის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადა, თავად ფეხბურთელმა კი ბავშობის ოცნება აისრულა, ბელგიელს არც "ჩელსის" გულშემატკივრები დაავიწყდა და მათ საკმაოდ ემოციურად დაემშვიდობა.

"ახლა უკვე იცით, რომ "რეალში" გადავდივარ. არავისთვისაა საიდუმლო, რომ ბავშვობიდან ამ კლუბში თამაშზე ვოცნებობდი. ამ რთულ პერიოდში ყველანაირად ვცდილობდი საკუთარი თავი ან გუნდი მედიისგან გავრცელებული ჭორებისგან ამერიდებინა. განსაკუთრებით ბოლო 6 თვის მანძილზე".

"ახლა კლუბები ტრანსფერზე შეთანხმდნენ. ვიმედოვნებ, გამიგებთ, რომ კარიერის ახალი ეტაპი უნდა დავიწყო, როგორც თითოეულმა თქვენგანმა, როცა ოცნების ახდენის შანსი ჩნდება".

"დღესდღეობით "ჩელსიდან" წასვლა ჩემთვის ყველაზე დიდი და ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა. ახლა მსურს ოფიციალურად განვაცხადო: "ჩელსიში" გატარებული თითოეული მომენტისგან სიამოვნებას ვიღებდი და არცერთ სხვა კლუბში გადაბარგებაზე არ მიფიქრია".

"გუნდს მაშინ შევუერთდი, როცა მხოლოდ 21 წლის ვიყავი. აქ ყველა თქვენგანთან ერთად გავიზარდე როგორც პიროვნება და ფეხბურთელი. თქვენ დამეხმარეთ იმაში, რომ ბელგიის ნაკრების კაპიტანი გავმხდარიყავი. რა თქმა უნდა, რთული პერიოდებიც იყო. მთლიანი გუნდისთვის და პირადად ჩემთვის. ეს ფეხბურთია".

"ჩემთვის ფეხბურთი იმას ნიშნავს, როცა ბურთი ფეხთან გაქვს, მე კი მომენტისგან სიამოვნებას ვიღებ. ჩემი რეკომენდაცია იმათ, ვისაც მწვრთნელისგან რჩევა სჭირდება. უბრალოდ ითამაშე ფეხბურთი და სიამოვნება მიიღე!".

"მაშინაც კი, როცა ცუდად ვთამაშობდით, თქვენი წყალობით ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი. მებრძოლი სული, შემართება და მუდმივად ბრძოლის სურვილი - ეს "ჩელსიში" კულტურის ნაწილია. ეს უშუალოდ თქვენგან მოდის".

"ჩელსის" მაისურით ჩატარებულ განსაკუთრებულ მომენტებს ვიხსენებ. ის ძალიან ბევრია. უფრო მეტი შეხვედრა მოვიგეთ, ვიდრე დავმარცხდით. ყველა მოგებულ ტიტულს ვერ გამოვყოფ. ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური პრიზები - საოცრებაა".

"ერთხელაც, ლუდით ხელში შემიძლია, სიამაყით განვიხილო ან გამოუყენებელ პენალტზე ვიცინო, რომელმაც "კრისტალ პალასთან" გამართულ საჩემპიონო მატჩში გოლის გასატანად განმაწყო, ან გავიხსენო "ტოტენჰემის", "არსენალის" ან "ლივერპულის" კარში გატანილი გოლები".

"ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი გვყავს. ჩვენ ინგლისის თასი, ლიგის თასი, ევროპის ლიგა და პრემიერლიგა მთელმა ოჯახმა მოვიგეთ. თითოეული ჩვენგანი თავისებურად განსაკუთრებულია და რა თქმა უნდა, ბაქოში, რამდენიმე კვირის წინ გამართული მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გრძელი და რთული გზის იდეალური დასასრულია".

"ჩელსი" და განსაკუთრებით "ჩელსის" გულშემატკივრები ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულები იქნებიან".

"უპირველეს ყოვლისა, სანამ წავალ, კლუბში ყველას დიდ მადლობას ვუხდი მათი ძალისხმევისთვის. ასევე, მადლობა უნდა გადავუხადო კლუბის მფლობელ აბრამოვიჩს და მის მმართველობას იმისათვის, რომ არა ერთი, არამედ ორი ოცნება ამიხდინეს: ჯერ "ჩელსის" ფეხბურთელობისთვის, შემდეგ კი "რეალში" გაშვებისთვის".



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა