Food Tips and Chef's Answers


"რეალში" ყოფნის დროს, ზიდანმა "იუნაიტედის" 3 ფეხბურთელის გაფორმება სცადა

image


ზინედინ ზიდანი, რომლის სახელსაც დღეისათვის „მანჩესტერ იუნაიტედთან“ აქტიურად აკავშირებენ, „რეალში“ ყოფნის დროს, „წითელი ეშმაკების“ სამი ფეხბურთელის გაფორმებით იყო დაინტერესებული.

ზიდანმა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს პოლ პოგბას ყიდვა ჯერ კიდევ მაშინ ურჩია, როდესაც ეს უკანასკნელი „იუვენტუსში“ ასპარეზობდა. საბოლოო ჯამში, „რეალმა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 105 მილიონი ევროს გადახდაზე უარი განუცხადა, რის შედეგადაც, ფრანგი კვლავ „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნდა.

ამას გარდა, 2017 წლის ზაფხულში, ზიდანი ანტონი მარსიალითაც გახლდათ დაინტერესებული. ჟოზე მოურინიოს მარსიალთან არცთუ სანიმუშო ურთიერთობა ჰქონდა და მისი გაყიდვის მომხრე იყო, მაგრამ „იუნაიტედის“ აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ედ ვუდვორდმა ვინგერის ტრანსფერი დაბლოკა.

ფრანგ სპეციალისტს იმისაც სჯეროდა, რომ „წითელი ეშმაკების“ მეკარის დავიდ დე ხეას შემოერთება „სამეფო კლუბს“ მნიშვნელოვნად დაეხმარებოდა. სწორედ ამ მიზეზის გამო, ზიდანმა ზამთარში 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ კეპა არისაბალაგას გაფორმებაზე უარი განაცხადა.

წყარო: ყოველდღიური ბრიტანული გამოცემა "Manchester Evening News".



იხილეთ სხვა საინტერესო სიახლეები
აქ






დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება