"რეალი" კონტრაქტს კიდევ ერთ ფეხბურთელთან გაახანგრძლივებს

image


უახლოეს მომავალში, მადრიდის "რეალი" მცველ ნაჩო ფერნანდესთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

ესპანური გამოცემის "მარკას" ინფორმაციით, მადრიდული კლუბი 29 წლის ფეხბურთელთან ხელშეკრულებას 2022 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს.

ამ სეზონში, ესპანეთის ჩემპიონატში, მცველმა 20 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ნაჩო "რეალის" აკადემიის აღზრდილია. "ლოს ბლანკოსის" წევრი იგი 10 წლიდანაა. მან სარეზერვო გუნდის რიგებში პირველად 2008/09 წლის სეზონში იასპარეზა.

2011 წლის 23 აპრილს, "ვალენსიას" წინააღმდეგ, შედგა ნაჩოს დებიუტი "რეალის" ძირითად გუნდში.

"თეთრებთან" ერთად, მცველი გახდა ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული, მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფი 4-ჯერ იზეიმა, ხოლო "უეფას" სუპერთასი 3-ჯერ აღმართა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა