გამოკითხვის შედეგები: "რეალის" გულშემატკივრებმა სათადარიგო მეკარე დაასახელეს

image


პოპულარული ესპანური სპორტული გამოცემის "მარკას" ვებგვერდზე განთავსდა გამოკითხვა, რომლის მეშვეობითაც გამოიკვეთა მადრიდის "რეალის" გულშემატკივრების სურვილი, თუ ვისი ხილვა სურთ მათ "ლოს ბლანკოსის" სათადარიგო მეკარედ.

"სამეფო კლუბის" გულშემატკივრების აზრით, ძირითადი მეკარის, ტიბო კურტუას შემცვლელი უკრაინელი ანდრეი ლუნინი უნდა გახდეს.

ანდრეიმ ხმების 39% მოიპოვა და გამოკითხვაში უპირობო ლიდერობა მოიპოვა.

ამას გარდა, უნდა აღინიშნოს, რომ საკუთრივ ტიბო კურტუას სათადარიგოთა სკამზე გადანაცვლებას მხარი გულშემატკივრების 35%-მა დაუჭირა.

როგორც მოგეხსენებათ, მომავალი სეზონიდან "სამეფო გუნდის" ძირითადი გოლკიპერი სწორედ ბელგიელი ტიბო კურტუა გახდება, ხოლო კოსტა-რიკელი კეილორ ნავასი მადრიდის "რეალს" დატოვებს.

თავის მხრივ, 20 წლის უკრაინელი ანდრეი ლუნინი "ლეგანესშია" განათხოვრებული, ხოლო ამ უკანასკნელს მეკარის კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში შენარჩუნება სწადია.

იმავე "მარკას" აზრით, თუკი ლუნინის "მერენგესში" დაბრუნება ვერ განხორციელდება, "რეალის" სათადარიგო მეკარის ადგილს ლუკა ზიდანი დაიკავებს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა