ოფიციალურად: ტონი კროოსის მომავალი მადრიდის "რეალში" გარკვეულია

image


მადრიდის "რეალმა" გერმანელ ნახევარმცველ ტონი კროოსთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა, ეს კი უპირველეს ყოვლისა თავად ფეხბურთელის სურვილი გახლდათ. აღნიშნული ინფორმაცია მადრიდის "რეალის" ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს დადასტურდა.

"დღევანდელი დღე ჩემთვის მეტად გამორჩეულია, ძალიან ბედნიერი ვარ. მადრიდის "რეალთან" ბევრ წარმატებას მივაღწიე და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ არაერთი სასიამოვნო მომენტი გვექნება."

"ეს ბოლო შემთხვევაა, როდესაც ხანგრძლივი ვადით ვახანგრძლივებ კონტრაქტს. "ლოს ბლანკოსიდან" წასვლაზე არასდროს მიფიქრია, მხოლოდ სიტუაციის გამოსწორებაზე ვიყავი კონცენტრირებული."

"კლუბს მაშინ დავტოვებ, როდესაც კვლავ გავიმარჯვებთ და მწვერვალს დავუბრუნდებით."

"იმას ვერ გეტყვით, რაც ზიდანმა კლუბში დაბრუნების შემდგომ მითხრა. მე მნიშვნელოვანი როლი დამეკისრება, მეტს ვერაფერს ვიტყვი."

"ზიდანი კარგად მიცნობს და იცის, სად შემიძლია თამაში, ჩემი აზრით, მარცხნივ ყველაზე პროდუქტიული ვარ."

"ჩემი მომავლის შესახებ კითხვის ნიშნები რომ არსებულიყო, დღეს აქ არ ვიქნებოდი. ვინც არ უნდა გაიფორმოს გუნდმა, ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად ვიბრძოლებ."

"ძალიან გულდასაწყვეტი სეზონი იყო, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მოგებას ასე ვართ მიჩვეული. არც მე მითამაშია კარგად და ამას ვაღიარებ. ვერავინ იასპარეზა იმ დონეზე, როგორც გასულ წლებში. როდესაც ცუდი ფორმის მსხვერპლი ყველა ხდება, ძნელია რაიმე გუნდურ წარმატებაზე ილაპარაკო."

"ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და ზედიზედ სამი ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდგომ მძიმე სეზონის ქონა ადვილად აიხსნება. თუ რაიმე არის უჩვეულო, ეს სწორედ ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი წარმატებაა. შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით."

"ჩვენ წელსაც მოტივირებული ვიყავით, გულშემატკივრები პირიქით ფიქრობენ, მაგრამ მათი მესმის. მომავალი სეზონისთვისაც მოტივირებული ვართ."

"ვერ შეგპირდებით, რომ ყველაფერს მოვიგებთ, მაგრამ ბოლომდე დავიხარჯებით და ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ თითოეული გულშემატკივრის მხარდაჭერა გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება "ბერნაბეუ".
- ციტირებს ესპანური გამოცემა "მარკა" ტონი კროოსის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ტონი კროოსი "სამეფო კლუბში" 2014 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა