იკერ კასილასის კომენტარი კარიერის დასრულების შესახებ

image


კასილასი მადრიდის "რეალიდან" "პორტუში" 2015 წელს გადავიდა.

1 მაისს, პორტუგალიურ კლუბთან ვარჯიშის დროს, 37 წლის გოლკიპერმა გულის შეტევა გადაიტანა, მაგრამ საბედნიეროდ, საავადმყოფოში დროულად გადაიყვანეს და ოპერაციამაც წარმატებით ჩაიარა. კასილასი ახლა უკვე გამოწერილია, სახლში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს. ექიმები მისი გამოჯანმრთელების პროცესს ყურადღებით აკვირდებიან.

ლეგენდა მოგვიწოდებს მშვიდად ვიყოთ, მათ შორის კარიერის დასრულების საკითხთან მიმართებითაც.

პარასკევს გავრცელებული ხმების თანახმად, კასილასი კარიერის დასრულების თაობაზე განცხადების გაკეთებას აპირებდა, მაგრამ ამ ამბავს მეკარე "ტვიტერის" მეშვეობით გამოეხმაურა და ამგვარი რამ გვამცნო:

"კარიერის დასრულება? აუცილებლად მოვა დღე, როდესაც ამის გაკეთება მომიწევს."

"მაგრამ, მოდით ნუ ვიჩქარებთ, კარიერის დასრულების შესახებ განცხადებას მაშინ გავაკეთებ, როცა ამისთვის შესაბამისი დრო დადგება. ამ ეტაპზე, სიმშვიდისკენ მოგიწოდებთ."

"ხუთშაბათს ექიმ ფილიპე მასედოს შევხვდი და მითხრა, რომ რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს. აი, ამ სასიამოვნო სიახლის გაზიარება მსურდა თქვენთვის."
- წერს ლეგენდა.

კასილასს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყოველგვარი სპორტული თუ ფიზიკური აქტივობა ეკრძალება. ექიმთა უმრავლესობით აზრით, კასილასისთვის უმჯობესი იქნება თუკი თავის ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აღარ დააყენებს და ხელთათმანებს ლურსმანზე ჩამოკიდებს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა