ტიტემ ვინისიუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

image


ამ ზაფხულს, "კოპა ამერიკის" ტურნირზე, ვინისიუს ჟუნიორი მონაწილეობას ვერ მიიღებს. ტიტემ იგი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების განაცხადში არ შეიყვანა.

ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩში "აიაქსის" წინააღმდეგ, ვინისიუსმა ტრავმა მიიღო. მარტიდან მოყოლებული, 18 წლის ვინგერი რეაბილიტაციის პროცესს გადიოდა და სულ ახლახანს გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მადრიდის "რეალის" რიგებში მოედანზე სათანადო დრო ვერ გაატარა.

"რეალის" ბოლო ორ მატჩში, თინეიჯერმა "ვილიარეალისა" და "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ მცირე დროის განმავლობაში იასპარეზა, მაგრამ ეს არასაკმარისი აღმოჩნდა.

ვინისიუსი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ძირითად გუნდში პირველად მარტში, სანაკრებო პაუზის დროს გამოიძახეს, თუმცა მაშინ თამაში ისევ და ისევ ტრავმის გამო ვერ მოახერხა.

ჟუნიორს ნაკრებში საასპარეზოდ კვლავ მოცდა მოუწევს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა