სად, როდის და ვის წინააღმდეგ გამართავს პრე-სეზონის მატჩებს მადრიდის "რეალი" ?

image


2019/20 წლის პრე-სეზონისთვის, მადრიდის "რეალი" ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე გადაინაცვლებს და კანადას, კერძოდ კი მონრეალს დაუბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ ზიდანმა მადრიდის "რეალთან" ერთად პრე-სეზონი მონრეალში 2016 წელს ჩაატარა და შედეგებით კმაყოფილი იყო. როგორც ჩანს, კანადაში ფრანგი სპეციალისტი და თავად ფეხბურთელებიც კარგად გრძნობენ თავს.

მიზეზი, რის გამოც გასული წლის პრე-სეზონი "რეალმა" ესპანეთის დედაქალაქში ჩაატარა, გახლდათ მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც რუსეთში ტარდებოდა. "რეალის" 23 ფეხბურთელიდან 15 მუნდიალზე ასპარეზობდა და ამიტომაც, "ლოს ბლანკოსმა" კანადაში გადაბარგება აღარ ისურვა.

ამ მომენტისათვის, მადრიდის "რეალის" პრე-სეზონიდან 5 მატჩია ოფიციალურად დადასტურებული. ესენია:

მიუნხენის "ბაიერნი" - 20 ივლისი, ჰიუსტონი.

"არსენალი" - 23 ივლისი, მერილენდი.

საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - დერბი "ატლეტიკოს" წინააღმდეგ, 26 ივლისი, აღმოსავლეთ რუტერფორდი.

"აუდის თასი" - "ტოტენჰემის" წინააღმდეგ 1/2 ფინალური შეხვედრა, 30 ივლისი.

მიუნხენის ფინალი მომდევნო დღეს.

"ბერნაბეუს თასის" ჩატარების თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა