გარეტ ბეილის ოფიციალური დიაგნოზი და დაბრუნების დრო ცნობილია

image


შაბათს, მადრიდის „რეალმა“ „ატლეტიკოს“ „სანტიაგო ბერნაბეუს“ მოედანზე უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

გულშემატკივართა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მატჩის პირველი ნახევრის დასრულების შემდგომ, შესვენებაზე, „ლოს ბლანკოსის“ მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგმა გარეტ ბეილის ნაცვლად მოედანზე დანი სებალოსი შემოიყვანა.

როგორც თავად ესპანელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მას „თეთრების“ უელსელი ვინგერის ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება არ სურდა, რის გამოც, აღარ გარისკა და ფეხბურთელი დაასვენა.

ახლახანს, 29 წლის ფეხბურთელს დეტალური სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა და დადგინდა, რომ მას კუნთის სერიოზული ტრავმა სულაც არ აქვს. კარდიფელ ფეხბურთელს დერბის ნაადრევად დატოვება შედარებით უმნიშვნელო მიზეზის გამო მოუწია.

საბედნიეროდ, MRI ტექნოლოგიამ აჩვენა, რომ უელსელს სერიოზული ტრავმა არ აქვს და მატჩის დროს კუნთი ზედმეტად გადატვირთა, რის გამოც, ბარძაყის მიდამოებში დისკომფორტს უჩიოდა.

გარეტ ბეილი მოსკოვის „ცსკა“-ს წინააღმდეგ მატჩს გამოტოვებს, მაგრამ შაბათს, „ალავესის“ წინააღმდეგ, ბეილი აუცილებლად იასპარეზებს.

მიმდინარე სეზონში, მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში, უელსელმა ვინგერმა 7 მატჩი ჩაატარა. მან 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა.


იხილეთ სხვა სიახლეები აქ


მადრიდის "რეალის" განაცხადი "ცსკა"-სთან მატჩის წინ


როგორია მადრიდის "რეალის" რუსეთში ასპარეზობის სტატისტიკა ?


ცნობილია, თუ ვინ განსჯის "ცსკა" - "რეალის" შეხვედრას



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა