ერთმანეთის კბენა დასრულდა - რამოსი და გრიზმანი ახლა უკვე მოედანზე იბრძოლებენ

image


დღეს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“, სერხიო რამოსი და ანტუან გრიზმანი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან.

სოციალურ ქსელებსა და პრესკონფერენციის დარბაზებში ერთმანეთის კბენა მოედანზე დაპირისპირებით დასრულდება.

დერბიში უკვე ბურთი განსაზღვრავს იმას, თუ რა მოხდება მსოფლიოს ორ საუკეთესო ფეხბურთელს შორის.

ფრანგი ფორვარდის გაღიზიანება სერხიო რამოსის მიერ გაკეთებულმა ილუსტრაციამ გამოიწვია, რომელიც „რეალის“ კაპიტანმა „ინსტაგრამზე“ განათავსა.

სურათზე გრიზმანი სერხიო რამოსისა და ჩემპიონთა ლიგის ტიტულის წინაშე მუხლებზე იდგა.

ევროპის სუპერთასის მოგებამდე, გრიზმანმა დუმილი ამჯობინა, რის შემდგომაც, სოციალურ ქსელებში მან მყისვე განათავსა ილუსტრაცია, რომელშიც რამოსი მას სამეფო გვირგვინით ამკობდა.

მოგვიანებით, „ვალდებებასის“ ბაზაზე გამართულ პრესკონფერენციაზე, რამოსი გრიზმანის კომენტარს გამოეხმაურა. ფრანგი ფორვარდის თქმით, იგი მესისა და რონალდუს დონის ფეხბურთელია.

„როდესაც ამ ბიჭის საუბარს ვუსმენ, მისი უცოდინრობა ცხადზე უცხადესია.“ - განაცხადა რამოსმა.

მატჩის დაწყებამდე გრიზმანი და რამოსი ერთმანეთს მიესალმებიან და ალბათ გაუღიმებენ კიდევაც.

თამაში 90 წუთის განმავლობაში გაგრძელდება და მთავარი გამარჯვების მოპოვება იქნება, ასე რომ, ვნახოთ ვის ერგება ბოლო გაცინება.

რამოსს დიეგო კოსტასთანაც არაერთხელ მოსვლია უთანხმოება, მათ შორის უკანასკნელ დერბიში, როდესაც ფეხბურთელები ერთმანეთის პირისპირ რამდენჯერმე აღმოჩნდნენ.

მადრიდის „რეალის“ კაპიტანი ლუკასთან ერთად იბრძოლებს, რომელსაც ერთი წლის წინ სახეში უნებლიედ მოხვედრილი წიხლის გამო, ცხვირი გაუტყდა.

დღევანდელ დაპირისპირებაშიც შესაძლოა დრამატული მომენტები თავიდან ვერ ავიცილოთ.

"ლა ლიგის" მნიშვნელოვანი მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.



იხილეთ სხვა სიახლეები აქ


ლოპეტეგი: "ამან მე ძალიან გამაკვირვა"


კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი: "რეალის" ფეხბურთელი ტრავმირებულია და დერბის გამოტოვებს


"რეალმა" მადრიდული დერბის წინ ინტენსიური ვარჯიში გამართა



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა