Food Tips and Chef's Answers


რამდენ მადრიდისტას აქვს მიმდინარე სეზონში გოლი გატანილი ?

image


მიმდინარე სეზონის დაწყებიდან მხოლოდ 1 თვეა გასული, თუმცა მადრიდის „რეალის“ 7-მა ფეხბურთელმა გოლის გატანა უკვე მოასწრო.

ახალი სეზონის დასაწყისში, ასენსიო არის ბოლო ფეხბურთელი, ვინც „რეალის“ რიგებიდან გოლი გაიტანა. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ უკანასკნელ მატჩში, მალიორკაში დაბადებულმა ვარსკვლავმა „ესპანიოლის“ კარი აიღო, რითაც პირადი სტატისტიკა 22 გოლამდე გაზარდა. ასენსიოს გოლი მატჩში ერთადერთი აღმოჩნდა.

გოლების რაოდენობის თვალსაზრისით, მადრიდისტთა სათავეში ბენზემაა. ამ მომენტამდე, ფორვარდს 5 გოლი აქვს გატანილი - 4 „ლა ლიგაში“, 1 კი ევროპის სუპერთასზე. ბენზემას ბეილი მოჰყვება, რომელმაც მიმდინარე კამპანია არანაკლებ გამორჩეულად დაიწყო - უელსელმა უკვე 4 გოლის გატანა მოახერხა - 3-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატში, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგაზე.

მომდევნო ადგილზე სერხიო რამოსია. მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა „ლა ლიგასა“ და ევროპის სუპერთასზე თითო-თითო გოლი გაიტანა. მომდევნო პოზიციებს ინაწილებენ ისკო 2, კარვახალი და მარიანო კი თითო-თითო გოლით, რითაც სია სრულდება. უდავოდ აღსანიშნავია, ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში „რომას“ წინააღმდეგ, დომინიკაში დაბადებული ფორვარდის მარიანოს მიერ გატანილი საუცხოო გოლიც, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ.


იხილეთ სხვა სიახლეები აქ


ფლორენტინო პერესმა ზიდანს მოცდა სთხოვა


კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი: "რეალის" ფეხბურთელი ტრავმირებულია და დერბის გამოტოვებს


"რეალმა" მადრიდული დერბის წინ ინტენსიური ვარჯიში გამართა





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება