Food Tips and Chef's Answers


კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი: "რეალის" ფეხბურთელი ტრავმირებულია და დერბის გამოტოვებს

image


პარასკევს, მადრიდის „რეალის“ სამედიცინო პერსონალმა ბრაზილიელი მარცხენა მცველის მარსელოს ფიზიკური მდგომარეობა შეაფასა.

გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ „ლოს ბლანკოსის“ წევრს მარჯვენა ფეხზე კუნთის ტრავმა აქვს. უფრო ზუსტად, საუბარია წვივის უკანა ნაწილზე.

მარსელოს რეაბილიტაციის პროცესი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს.

დანარჩენი დეტალები უახლოეს მომავალში გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი „სევილიასთან“ მატჩში დაზიანდა.

სამწუხაროდ, მარსელოს „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ მატჩის გამოტოვება მოუწევს.

შაბათის დერბის გამოტოვებას ისიც ემატება, რომ მადრიდის „რეალის“ მცველმა შესაძლოა 3 კვირა ვეღარ იასპარეზოს.

მართალია მიმდინარე სეზონში მარსელო თავისი საუკეთესო ფორმის დემონსტრირებას ვერ ახდენს, მაგრამ მისი მოედანზე არყოფნა "სამეფო კლუბისათვის" უდავოდ დიდი დანაკლისია.

წყარო: მადრიდის "რეალის" ოფიციალური ვებგვერდი



იხილეთ სხვა სიახლეები აქ


ფლორენტინო პერესმა ზიდანს მოცდა სთხოვა





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება