ის, რაც აქამდე ვერ შეძლეს - რამოსს უპრეცენდენტო რეკორდისგან ერთი ნაბიჯი აშორებს

image


"ლა ლიგა სანტანდერ"-ის ბოლო ტურის ეგიდით, მადრიდის "რეალის" მეტოქე "ბეტისი" იქნება.

სერხიო რამოსი, რომელსაც ტრავმის გამო ერთი თვის გამოტოვება მოუწია, მიმდინარე სეზონის უკანასკნელ დაპირისპირებაში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.

13 აპრილს, "მესტალიაზე" განცდილი მარცხის შემდგომ, რამოსი მოედანზე აღარ გვინახავს.

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, ესპანეთის ეროვნული ნაკრები ფარერებსა და შვედეთს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩები ივნისში გაიმართება და სერხიო რამოსი ეროვნული ნაკრების დახმარებას შეძლებს.

რამოსი შესაძლოა გახდეს პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელსაც თავის ქვეყანასთან ერთად 122 მატჩი ექნება მოგებული. ამ მომენტისათვის, "რეალის" კაპიტანს და იკერ კასილასს თანაბარი, 121 შეხვედრა აქვთ ნაკრებში მოგებული.

მიმდინარე სეზონში, სერხიო რამოსმა "რეალის" რიგებში 11, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში კი 5 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია ისიც, რომ რამოსს 11-მეტრიან დარტყმებში 100%-იანი რეალიზაცია აქვს - ამ სეზონში მან 10-დან 10 პენალტი შეასრულა ზუსტად.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა