მადრიდის "რეალის" ოფიციალური განცხადება იკერ კასილასისადმი

image


"პორტუს" ვარჯიშის მიმდინარეობისას, მადრიდის "რეალის" ყოფილმა მეკარე იკერ კასილასმა გულის შეტევა გადაიტანა.

გოლკიპერს ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც წარმატებით დასრულდა. იკერი თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ექიმების განცხადებით, მას კარიერის დასრულება მოუწევს.

მადრიდში იკერმა 16 სეზონი დაჰყო და "ლა ლიგა" 5-ჯერ მოიგო. "სამეფო გუნდთან" ერთად მან ჩემპიონთა ლიგის 3 ტიტულის აღმართვაც შეძლო. მეკარემ "ლოს ბლანკოსი" 2015 წლის ივლისში დატოვა.

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი გოლკიპერი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახლავთ. მან ევროპის 2008 და 2012 წლის ჩემპიონატებზეც იზეიმა ტრიუმფი.

აი, ოფიციალური განცხადება, რომელიც მადრიდის "რეალმა" იკერ კასილასს მიუძღვნა:

"მადრიდის "რეალი" ჩვენს საყვარელ კაპიტან იკერ კასილასს კეთილი სურვილებით ბოლომდე გვერდში უდგას."

"თავისი პროფესიონალური კარიერის მანძილზე, იკერ კასილასმა ურთულეს გამოწვევებს გაუძლო და მძიმე განსაცდელები გადაიტანა. მან ჩვენი კლუბის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა."

"კასილასმა დაგვანახა, რომ ცხოვრებაში არ უნდა დანებდე და გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე ყველა რთული დაბრკოლება უნდა გადალახო."

"მადრიდის "რეალი" და ჩვენი გულშემატკივრები ლეგენდარული კაპიტნის გამოჯანმრთელებას ველით. მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ და მთელი გულით ვამხნევებთ."
- ნათქვამია "გალაქტიკოსის" ოფიციალურ წერილში.

კასილასს გვერდში დაუდგნენ მსოფლიო გრანდები, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები და ესპანელი სპორტსმენები. საბედნიეროდ, მეკარის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მაგრამ დასანანია, რომ ენთუზიაზმით ამგვარად აღსავსე 37 წლის ლეგენდას კარიერის ნაადრევად დასრულება მოუწევს.


loading...


დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა