Food Tips and Chef's Answers


მადრიდის "რეალის" ვარჯიში "სევილიასთან" მატჩამდე

image


ორშაბათს, საკმაოდ რთული და მოთხოვნადი კვირის დაწყებამდე, მადრიდის „რეალმა“ პირველი ოფიციალური ვარჯიში ჩაატარა.

„ლოს ბლანკოსი“ „რამონ სანჩეს პისხუანზე“ გასამგზავრებლად ემზადება, სადაც „სევილიას“ დაუპირისპირდება.

მადრიდის „რეალისა“ და „სევილიას“ მატჩი ოთხშაბათს ღამით, 00:00 საათზე დაიწყება.

შაბათს კი, „სანტიაგო ბერნაბეუს“ მოედანზე, მადრიდის „რეალი“ ნაცნობ მეტოქეს - მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს.

დღეს, ხულენ ლოპეტეგის შეგირდებმა ვარჯიში ინტენსიურად დაიწყეს. აქტიურ პასებს მოჰყვა გარბენები, სპრინტები, ბურთის ფლობის ვარჯიშები, რის შემდგომაც, ფეხბურთელებმა მცირე ფორმატის მატჩები გამართეს.

„ლოს გალაქტიკოსის“ ვარჯიშს „კასტილიანად“ 6 ფეხბურთელი ესწრებოდა: ფრან გარსია, დანი ფერნანდესი, აიობი, ალბერტო, მარტინი და აუგუსტო.

მცველ დანი კარვახალს, რომელსაც ტრავმის გამო „ესპანიოლის“ წინააღმდეგ მატჩის (1:0) გამოტოვება მოუწია, ორშაბათის ვარჯიშზეც თანაგუნდელების გარეშე წარსდგა. მან მოედნის ნაცვლად, ცალკე, „ვალდებებასის“ სპორტული კომპლექსის დარბაზში ივარჯიშა და ძალების აღდგენა სცადა.

მადრიდის "რეალის" ვარჯიში "სევილიასთან" მატჩამდე


















იხილეთ სხვა საინტერესო სიახლეები აქ


შესთავაზეს თუ არა ასენსიოს მე-7 ნომრის მაისური რონალდუს წასვლის შემდგომ ?


80 მილიონი ევრო! - "რეალი" "ბარსელონას" სამიზნე ფეხბურთელს გამოსტაცებს!


"რეალის" ლეგენდარული ფიგურა "ფიფას" დაჯილდოების ცერემონიას არ დაესწრება





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება