80 მილიონი ევრო! - "რეალი" "ბარსელონას" სამიზნე ფეხბურთელს გამოსტაცებს! » "რეალის" ფან-კლუბი


80 მილიონი ევრო! - "რეალი" "ბარსელონას" სამიზნე ფეხბურთელს გამოსტაცებს!

image


მადრიდის „რეალი“ „ბარსელონას“ სამიზნე ფეხბურთელის ფრენკი დე იონგის გაფორმებას შეეცდება. „აიაქსის“ ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ, „ლოს ბლანკოსი“ 80 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.

„ლოს გალაქტიკოსი“ დე იონგს ლუკა მოდრიჩის საქმის ერთ-ერთ გამგრძელებლად მოიაზრებს. ლოპეტეგის კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ბარსელონას“ დაჯაბნასა და 21 წლის ნახევარმცველის ყველაზე სწრაფად შემოერთებას შეეცდება.

უკანასკნელ თვეებში, ახალგაზრდა ფეხბურთელით ევროპის არაერთი წამყვანი კლუბი დაინტერესდა, მათ შორის იყვნენ „პ.ს.ჟ.“, „ბარსელონა“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ტოტენჰემი“ და მიუნხენის „ბაიერნი“.

„ბარსელონამ“ მიიჩნია, რომ ფეხბურთელი კატალონიური გუნდის თამაშის სტილს კარგად ესადაგებოდა, რის გამოც, ამ ზაფხულს მისი გაფორმება სცადა. აგვისტოს ბოლოს, დე იონგმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ იგი ახალ სეზონსაც „აიაქსში“ გაატარებდა, თუმცა „ბარსელონაში“ შესაძლოა მოგვიანებით გადასულიყო.

როგორც ჩანს, მადრიდის „რეალის“ ინტერესი ლანდშაფტს საგრძნობლად შეცვლის.

ფლორენტინო პერესს დიდი ხანია რაც გრანდიოზული ტრანსფერი არ განუხორციელებია. ეს ნიშნავს იმას, რომ „თეთრებს“ საკმარისზე მეტი თანხა მოეპოვებათ იმისათვის, რომ დე იონგსა და მის კლუბს „ბარსელონასა“ და „მანჩესტერ იუნაიტედზე“ მეტი თანხა შესთავაზოს.

ხულენ ლოპეტეგი ახალგაზრდა ფეხბურთელების გუნდში თამაშს დიდად მიესალმება და მათთან მუშაობის სერიოზულ გამოცდილებასაც ფლობს. იგი კარგად აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ მოდრიჩი 33 წლისაა და კარიერის დასრულებასთან ახლოსაა. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა, თუ რატომაც ათამაშებს ხშირად ლოპეტეგი ახალგაზრდებს, მათ შორის დანი სებალოსს. ესპანელი მთავარი მწვრთნელი მრავალმხრივ ნიჭიერ ნახევარმცველ დე იონგს ხორვატის სამომავლო ჩამნაცვლებლად მიიჩნევს.

„ვილემ II”-დან „აიაქსში“ 300 ათასი ევროს სანაცვლოდ გადასვლიდან მოყოლებული, დე იონგი მნიშვნელოვნად გაძლიერდა და გაიბრწყინა. იგი თავისი კარიერის გამორჩეულ წლებს ატარებს. ეს ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმაც შეატყო და მიმდინარე თვის დასაწყისში, საფრანგეთის წინააღმდეგ, დე იონგის დებიუტი ოფიციალურად შედგა.

ამგვარად, "რეალის" ინვესტიცია ფრიად გონივრული ჩანს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

წყარო: ჰოლანდიური გაზეთი "De Telegraaf" და ყოველდღიური ესპანური სპორტული გამოცემა "AS".



იხილეთ სხვა საინტერესო სიახლეები აქ


შესთავაზეს თუ არა ასენსიოს მე-7 ნომრის მაისური რონალდუს წასვლის შემდგომ ?


პერესი: "მადრიდის "რეალი" ყოველთვის დარჩება რონალდუსა და ზიდანის სახლად"


"რეალის" ლეგენდარული ფიგურა "ფიფას" დაჯილდოების ცერემონიას არ დაესწრება



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა