Food Tips and Chef's Answers


"რეალის" ლეგენდარული ფიგურა "ფიფას" დაჯილდოების ცერემონიას არ დაესწრება

image


მადრიდის „რეალის“ ყოფილი და „იუვენტუსის“ მოქმედი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ „ფიფას“ საუკეთესო ფეხბურთელთა დაჯილდოების ღონისძიებას არ დაესწრება. ცერემონია დღეს ლონდონში გაიმართება.

აღნიშნულის მიზეზად, იტალიის ჩემპიონატის ფარგლებში „იუვენტუსისა“ და „ბოლონიას“ დაპირისპირება სახელდება. მატჩი გუშინ გაიმართა და ტურინელთა გამარჯვებით (2:0) დასრულდა. იტალიური გრანდი მომდევნო დაპირისპირებისათვის მზადებას დღესვე შეუდგება და როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ ვერ შეძლებს 33 წლის ფეხბურთელი ცერემონიაზე მისვლას.

რონალდუ არც ცოტა ხნის წინ მონაკოში გამართულ „უეფას“ ღონისძიებას დაესწრო, მაგრამ მაშინ პორტუგალიელმა ორგანიზატორები წინასწარ გააფრთხილა, რომ ცერემონიაზე მისვლას ვერ მოახერხებდა.

შეგახსენებთ, რომ „ფიფას“ ვერსიით სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისათვის ლუკა მოდრიჩი, კრიშტიანუ რონალდუ და მოჰამედ სალაჰი იბრძვიან.

წყარო: ყოველდღიური ესპანური სპორტული გამოცემა "Marca".


იხილეთ სხვა საინტერესო სიახლეები აქ


ხულენ ლოპეტეგის კომენტარი "ესპანიოლის" დამარცხების შესახებ


პერესი: "მადრიდის "რეალი" ყოველთვის დარჩება რონალდუსა და ზიდანის სახლად"


რატომ გადავიდა რამოსი თავდასხმაში? - ლოპეტეგი მომხდარის ანალიზს გვთავაზობს





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება