მარათონზე რაულმა ახალი პერსონალური რეკორდი დაამყარა » "რეალის" ფან-კლუბი


მარათონზე რაულმა ახალი პერსონალური რეკორდი დაამყარა

image


მადრიდის "რეალის" ყოფილმა თავდამსხმელმა რაულმა მადრიდის მარათონში მიიღო მონაწილეობა და ახალი პერსონალური რეკორდი დაამყარა.

გონსალეს ბლანკომ მარათონი 2 საათში, 59 წუთსა და 25 წამში დაფარა.

რაულმა თავის ცხოვრებაში მეორე მარათონი გაირბინა.

41 წლის ლეგენდამ პირველად ნიუ-იორკის გარბენში მიიღო მონაწილეობა და ის 3 საათში, 26 წუთსა და 5 წამში დაფარა.

ამჟამად, მარათონის მსოფლიო რეკორდი გახლავთ 2 საათი, 8 წუთი და 18 წამი, რომელიც კენიელ რეუბენ კერიოს ეკუთვნის.

მადრიდის მარათონში ესპანელის მიერ დაფიქსირებული საუკეთესო დრო კი 2 საათი, 10 წუთი და 19 წამია.

შეგახსენებთ, რომ რაული ამ მომენტისთვის მადრიდის "რეალის" "ხუვენილ B" გუნდს წვრთნის. დაახლოებით 1 თვის წინ, მან ახალგაზრდებთან ერთად მწვრთნელის ამპლუაში პირველი ტიტული მოიგო.

რაული სულ მალე "უეფას" მწვრთნელის პროფესიონალურ ლიცენზიასაც აიღებს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა