სასამართლომ მოდრიჩს განაჩენი გამოუტანა - აი რა ელოდება ხორვატ ფეხბურთელს

image


პატიმრობის თავიდან ასაცილებლად მოდრიჩს ყოველდღიურად 250 ევროს გადახდა მოუწევს.

ბრალმდებელ ესპანურ მხარესა და ლუკა მოდრიჩს შორის კონსენსუსი შედგა. ესპანური სასამართლო მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელს თაღლითობის გზით ფულის გამომუშავებაში სდებდა ბრალს. ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ბრალი აღიარა და 8-თვიან პირობით თავისუფლების აღკვეთის სასჯელსაც დათანხმდა.

ესპანურმა სასამართლომ თაღლითობის ორ პრეცენდენტზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება. თანხის საერთო მოცულობა, რომელსაც სასამართლო მოდრიჩს ედავება 870,728 ევროს შეადგენს. ზემოთაღნიშნული ლუკა მოდრიჩმაც აღიარა.

33 წლის ფეხბურთელმა 2013 წელს თაღლითობის გზით 290,990 ევროს გამომუშავება აღიარა. ბრენდული (იგივე იმიჯური) უფლებების უკანონო გამოყენებით კი კომპანია „Ivano SARL"-ისგან 579,738 ევრო დაერიცხა.

ნახსენები კომპანია ლუქსემბურგში იყო დაფუძნებული, რომელსაც სახელი "Ivano SARL" ლუკა მოდრიჩის შვილის საპატივსაცემოდ დაერქვა. ფირმას ლუკას მეუღლე ვანია ბოსნიჩი განაგებდა.

ეროვნულმა ხაზინამ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ მოდრიჩს არადეკლარირებული თანხები კუნძულ მენიზეც ჰქონდა.

გამოძიების დასკვნით, მოდრიჩის ჯარიმის გაზრდის აღარანაირი აუცილებლობა არ არსებობდა, რის გამოც, საბოლოო შეთანხმებით, მოდრიჩს ხაზინისთვის გაყალბებული თანხის 40%-ის გადახდა მოუწევს.

საუბარია 348,291 ევროზე. პატიმრობის თავიდან ასაცილებიდან, მოდრიჩს ყოველდღიურად 250 ევროს გადახდა მოუწევს. წარსულში მსგავსი გზისთვის სხვა ფეხბურთელებსაც მიუმართავთ.

სასამართლო პროცესების დაწყებამდე, მოდრიჩს უკვე მოუწია 1 მილიონი ევროს გადახდა. ფინანსური და სასამართლო პრობლემების საბოლოოდ აღმოსაფხვრელად, ხორვატ ფეხბურთელს დამატებით 400,000 ევროს გადახდაც მოუწევს.

წყარო: ესპანური ყოველდღიური გამოცემები "Marca" და "El Mundo".


იხილეთ დღის სხვა საინტერესო სიახლეები აქ



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა