"რეალის" რომელი ფეხბურთელები დაუბრუნდნენ ვარჯიშს?

image


ორშაბათ დილით, მადრიდის "რეალმა" "ვალდებებასის" ბაზაზე ვარჯიში განაახლა.

ბილბაოს "ატლეტიკის" 3:0 ანგარიშით დამარცხების შემდგომ, გუნდი მშვენივრად გამოიყურებოდა.

"ლოს ბლანკოსს" ტიბო კურტუა და მარიანო დიასი დაუბრუნდნენ, რომლებმაც სრული დატვირთვით ივარჯიშეს.

დიდი ალბათობით, "ხეტაფეს" წინააღმდეგ მატჩში, "რეალის" კარს სწორედ ბელგიელი გოლკიპერი დაიცავს. კურტუას ფიზიკური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ახლა უკვე ბოლომდე გამოჯანმრთელდა.

მარიანოც არ მოასვენა ტრავმებმა. მთელი სეზონის განმავლობაში, იგი ხშირად ზიანდებოდა. დომინიკელმაც მოიშუშა ტრავმა და თანაგუნდელებს შეუერთდა.

როგორც იცით, ალვარო ოდრიოსოლას ლავიწი აქვს მოტეხილი. მან ოპერაცია ახლახანს გაიკეთა და სეზონი ნაადრევად დაასრულა. 23 წლის ფეხბურთელების რეაბილიტაციის პროცესი დაახლოებით თვე-ნახევარი გასტანს.

რაც შეეხება სერხიო რამოსს, მას ვარჯიშის გაცდენა კიდევ ერთხელ მოუწია და ვერც "ხეტაფესთან" იასპარეზებს.

სესია მხოლოდ რამოსმა და ოდრიოსოლამ გამოტოვეს. ყველა სხვა მადრიდისტა მწყობრშია.

შეგახსენებთ, რომ "ხეტაფე" - "რეალი" 25 აპრილს, ღამით გაიმართება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა