Food Tips and Chef's Answers


საბოლოოდ გაირკვა ჩატარდება თუ არა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩები ამერიკაში

image


ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციამ ("RFEF") „ლა ლიგის“ ფარგლებში „ჟირონასა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირების ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართვის იდეას უარით უპასუხა.

დღეს, "RFEF"-მა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციისა და ევროპის საფეხბურთო გაერთიანებების პრეზიდენტებს წერილით მიმართა, სადაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია მკაფიოდ ჩამოაყალიბა.

საერთაშორისო ორგანიზაციებმა „ლა ლიგას“ მყისვე აცნობეს უარი. "RFEF"-ის თანხმობა „ლა ლიგის“ მატჩების ამერიკის კონტინენტზე ჩატარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში, ამერიკულ კომპანია „Relevent”-თან, „ლა ლიგამ“ 15 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული შეთანხმება ესპანეთის ჩემპიონატის ზოგიერთი მატჩის სამხრეთ ამერიკაში ჩატარებას ითვალისწინებს.

„ჟირონასა“ და „ბარსელონას“ შორის 26 იანვარს ჩანიშნული დაპირისპირება, ამერიკის შეერთებულ შტატებში „ლა ლიგის“ პირველი გამართული მატჩი იქნებოდა.

წყარო: "Associated Press"


იხილეთ დღის სხვა საინტერესო სიახლეები აქ





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება