რაული დააწინაურეს - ლეგენდა "რეალის" პირველ გუნდს უახლოვდება!

image


მადრიდის "რეალში" რეფორმები იგეგმება.

მომდევნო სეზონში, "კასტილიას" მთავარი მწვრთნელი რაულ გონსალესი გახდება, ჩაბი ალონსო კი "ხუვენილ A"-ს ჩაიბარებს.

ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით მიღებული არ არის, მაგრამ სწორედ ეს გახლავთ მიმართულება, რაზედაც კლუბი აქტიურად მუშაობს.

გასულ წელს, რაულმა და ჩაბიმ "უეფას" A და B სამწვრთნელო ლიცენზიები მიიღეს, რაც დაწინაურების გზაზე მნიშვნელოვან კატალიზატორს წარმოადგენს.

როდესაც სანტიაგო სოლარი "რეალის" მთავარი მწვრთნელი გახდა, "კასტილიას" იმ პერიოდიდანვე მანოლო დიასი გაუძღვა. ამ მომენტისთვისაც, სწორედ დიასია "კასტილიას" ხელმძღვანელი.

ეს ამბავი რაულისთვის განსაკუთრებით სასიხარულო უნდა იყოს, რადგანაც "რეალის" პირველ გუნდს უახლოვდება და ზინედინ ზიდანთანაც მეტად მჭიდრო ურთიერთობა ექნება.

აქვე გეტყვით, რომ სამწვრთნელო საქმიანობაში რობერტო კარლოსიც აქტიურადაა ჩართული. იგი "რეალის" ძირითად გუნდთან და "კასტილიასთან" ერთად ხშირადაა ხოლმე და ზინედინ ზიდანის გვერდით იმყოფება. რამდენიმე სესიაში თავად კარლოსიც მონაწილეობდა და იგი შესანიშნავ ფორმაშია!

შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ, მთავარი მწვრთნელის ამპლუაში, "ლოს ბლანკოსის" ახალგაზრდულ გუნდ "ხუნევილ B"-სთან ერთად, რაულმა თავისი პირველი ტიტული აღმართა. იხილეთ სტატია აღნიშნულის შესახებ აქვე.

ინფორმაციის წყარო: ესპანური გამოცემა "Marca".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა