"ეს შენ გეძღვნება მეგობარო" - რაულმა მწვრთნელის როლში პირველი ტიტული მოიგო » "რეალის" ფან-კლუბი


"ეს შენ გეძღვნება მეგობარო" - რაულმა მწვრთნელის როლში პირველი ტიტული მოიგო

image


მთავარი მწვრთნელის ამპლუაში, მადრიდის "რეალის" ახალგაზრდულ გუნდ "ჯუვენილ B"-სთან ერთად, რაულ გონსალეს ბლანკომ თავისი პირველი ტიტული მოიპოვა.

ტრიუმფის შემდგომ, 41 წლის რაულმა სოციალურ ქსელში ასეთი პოსტი დაწერა:

"ბრწყინვალე სეზონი ჩავატარეთ. ჩვენი გუნდი არაჩვეულებრივი ბიჭებითაა დაკომპლექტებული."

"სიხარულისგან ცას ვეწიე და მიხარია, რომ ამ გუნდს ვეკუთვნი."


რაულამდე, სეზონის დიდი ნაწილი, "ჯუვენილ B"-ს მთავარი მწვრთნელი ალვარო ბენიტო იყო, მაგრამ მას შემდგომ, რაც ბენიტომ მადრიდის "რეალის" პირველი გუნდი გააკრიტიკა, იგი პოსტიდან დაითხოვეს.

მოპოვებული გამარჯვების შემდგომ, რაულმა არც ალვარო ბენიტო დაივიწყა და წარმატება მას მიუძღვნა:

"ეს შენ გეძღვნება, ჩემო მეგობარო."- ასეთი გახლდათ რაულის პოსტი სოციალურ ქსელში.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა