მნიშვნელოვანი სიახლე ვინისიუს ჟუნიორის შესახებ - რას უპირებს მას ლოპეტეგი ?

image


კვირას, „კასტილიას“ რიგებში, ვინისიუს ჟუნიორმა კიდევ ერთი ლამაზი გოლი გაიტანა - ამჯერად საჯარიმო დარტყმიდან. თავისი გამორჩეული ასპარეზობით, ახალგაზრდა ფეხბურთელი მადრიდის „რეალს“ პირდაპირ შეტყობინებას უგზავნის, რომ იგი „სამეფო კლუბის“ ძირითად გუნდში თამაშისათვის მზადაა.

ბრაზილიელი თინეიჯერი მადრიდის „რეალს“ გასულ ზაფხულს „ფლამენგოდან“ შემოუერთდა. 18 წლის თავდამსხმელმა 2 თამაშში 3 გოლის გატანა მოახერხა, რის შედეგადაც, „კასტილია“ „სეგუნდა დივიზიონის“ სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

კვირას, ვინისიუს ჟუნიორის მიერ შესრულებული ლამაზი ჯარიმა „კასტილიასთვის“ მორიგი 3 ქულის გარანტი გახდა. საბოლოო ჯამში, მადრიდის „რეალის“ “B” გუნდმა „უნიონისტასი“ 3:0 ანგარიშით დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის „რეალის“ მეორე გუნდში ვინისიუსი დომინანტია, „ლოს ბლანკოსის“ მთავარი მწვრთნელი 18 წლის ფეხბურთელის ძირითად გუნდში შეყვანას არ ჩქარობს. ესპანელ სპეციალისტს ჟუნიორისთვის მეტი სათამაშო დროის მიცემა სურს, რათა ბრაზილიელი ფეხბურთელი ესპანური ფეხბურთის თამაშის სტილს მიეჩვიოს.

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ „ლოს ბლანკოსის“ ჩემპიონთა ლიგის შემადგენლობაში ვინისიუს ჟუნიორიც იქნა დასახელებული. არსებობს სოლიდური შანსი იმისა, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე, ხულენ ლოპეტეგმა ვინისიუს ჟუნიორს სათამაშო დრო მისცეს და გამოსცადოს.

იხილეთ სხვა სტატიებიც:





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა