ისტორიული მოვლენა - მომდევნო მადრიდული დერბი ევროპის გარეთ პირველად ჩატარდება

image


ესპანეთის ფეხბურთის სხვადასხვა ორგანიზაციებში დასაქმებული მოხელეები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ესპანური გუნდების დაპირისპირება როგორმე ქვეყნის გარეთ ან თუ შესაძლებელია, სხვა კონტინენტზე იქნას გადატანილი. ასეთი გეგმები არა მარტო "სუპერთასს", არამედ "ლა ლიგასაც" ეხება, თუმცაღა, ამ უკანასკნელთან მიმართებით, საქმე რთულადაა. სამაგიეროდ, ზაფხულში, "საერთაშორისო ჩემპიონთა თასი" ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე აქტიურად ტარდება.

გასულ წელს, აღნიშნული ტურნირის ფარგლებში, "ელ კლასიკო" მაიამიში ჩატარდა და როგორც ირკვევა, ამა წლის ზაფხულს, მადრიდის "რეალი" "ატლეტიკოს" ახლა უკვე ნიუ-იორკში დაუპირისპირდება.

26 ივლისს, მადრიდული დერბი პირველად ჩატარდება ევროპის გარეთ.

"ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ არაჩვეულებრივი მატჩის მომსწრენი გავხდებით. "ატლეტიკო" ჩინებული გუნდია. ნიო-იორკში ფეხბურთის ბევრი გულშემატკივარია და მათ დერბის შეფასება საკუთარი თვალით შეეძლებათ." - აცხადებს მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელი ემილიო ბუტრაგენიო.

"იდეა იმაში მდგომარეობს, რომ დაპირისპირებები ამერიკაში გადავიტანოთ. ა.შ.შ-ში ხალხს ცხოვრებასა და ფეხბურთზე განსხვავებული ხედვა აქვს, საერთოდ სხვა მოდელი ფუნქციონირებს, ასე რომ, საინტერესოა." - ასეთი გახლდათ "ატლეტიკოს" მენეჯერის მიგელ ანხელ ხილის სიტყვები.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონის "ლა ლიგის" გათამაშებაში, "რეალმა" და "ატლეტიკომ" ორი მატჩი უკვე ითამაშეს. ისინი ერთმანეთს "ეუფას სუპერთასის" ეგიდითაც დაუპირისპირდნენ.

ინფორმაციის წყარო: "Sports Illustrated".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა