ბრაჰიმ დიასმა გადაწყვეტილება მიიღო

image


ზინედინ ზიდანის მადრიდის "რეალში" დაბრუნება რიგ კითხვის ნიშნებს ბადებს. საკითხავია ძირითად შემადგენლობაში და სათადარიგოთა სკამზე მყოფი ფეხბურთელების მომავალი. მაგალითად, რა ბედი ელის ბრაჰიმ დიასს, რომელიც "სამეფო კლუბმა" იანვარში 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა და რომლის კონტრაქტი "თეთრებთან" 2025 წლამდეა ძალაში?

ახლახანს, ყოველდღიურმა ესპანურმა სპორტულმა გამოცემა "AS"-მა გაავრცელა ასეთი ინფორმაცია: მიუხედავად იმისა, რომ 19 წლის ესპანელი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებს, იგი არ გამორიცხავს სხვა კლუბში იჯარით გადასვლას.

ბრაჰიმ დიასს ზინედინ ზიდანის დარწმუნება მოუწევს და ეს ნამდვილად შეუძლია. რამდენიმე კვირის წინ, დიასი "რეალიდან" გადასვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მაგრამ როგორც ირკვევა, ახლა მისი მთავარი მიზანი ძირითად შემადგენლობაში თამაშია, თუნდაც ეს "ლოს ბლანკოსში" არ მოხდეს. სწორედ ასეთ ალტერნატივას ეძებს ახალგაზრდა ფეხბურთელი. ამჟამადაც, სანაკრებო პაუზის დროს, ზიდანი მის წინ არსებულ ვარიანტებს დაკვირვებით განიხილავს და საინტერესოა რა მიმართულებით განვითარდება დიასის მომავალი.

ცხადია, 2018-19 წლის სეზონის ბრაჰიმისთვის გულდასაწყვეტი აღმოჩნდა. მას შემდგომ, რაც მან "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა, მან ინგლისის საფეხბურთო სუპერთასზე 15 წუთი ითამაშა, ინგლისის ლიგის თასზე კი მოედანზე 199 წუთი გაატარა. ამ უკანასკნელ ტურნირზე, ბრაჰიმმა "ოქსფორდ იუნაიტედის", "ფულემისა" და "ლესტერის" წინააღმდეგ იასპარეზა. ორივე გოლი "ფულემს" სწორედ ბრაჰიმმა გაუტანა. საერთო ჯამში, "სიტის" რიგებში, მას 214 წუთის თამაში მოუწია.

სამწუხაროა, რომ ამ მომენტისათვის, "თეთრების" რიგებში, დიასმა მინდორზე მხოლოდ 24 წუთი გაატარა. "ლეგანესის" წინააღმდეგ ესპანეთის საფეხბურთო თასზე მან 12 წუთი ითამაშა, საპასუხო მატჩში 4 წუთი, "ლა ლიგაში" "ბეტისის" წინააღმდეგ კი მხოლოდ 8 წუთი იმყოფებოდა მოედანზე.

და მართლაც, რა ბედი ელის ბრაჰიმ დიასს? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებაც, როგორ ფიქრობთ, უნდა ათამაშოს თუ არა ზიდანმა დიასი ძირითად შემადგენლობაში, თუ უმჯობესი იქნება მისი იჯარით გაშვება?


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა