კარიმ ბენზემას ყოვლად შეუბრალებელი სტატისტიკა ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ

image


ბილბაოს „ატლეტიკი“ კარიმ ბენზემას გოლის გატანის უნარს კარგად იცნობს, რადგან კლუბმა ის თავის თავზე არაერთხელ გამოსცადა.

ფრანგ ფორვარდს „ლა ლიგის“ ყველა კლუბის წინააღმდეგ აქვს გოლი გატანილი, ბილბაოს „ატლეტიკთან" კი ბენზემამ 8 გოლის გატანა შეძლო.

ბენზემას „ხეტაფესა“ და „მალაგას“ წინააღმდეგაც 8 ბურთი აქვს გატანილი.

ერთადერთი კლუბი, რომლის წინააღმდეგაც, ფრანგმა ფორვარდმა უფრო მეტი გოლის გატანა შეძლო, გახლავთ „გრანადა“. ამ უკანასკნელის კარი ფრანგმა თავდამსხმელმა 10-ჯერ აიღო.

2009/10 წლის სეზონში, „სანტიაგო ბერნაბეუს“ მოედანზე, ბენზემამ ბილბაოს „ატლეტიკის“ კარში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მან იგივე გაიმეორა 2012/13 წლის სეზონშიც. 2014/15 წლის სეზონში, მადრიდის „რეალმა“ „ბილბაო“ 5:0 ანგარიშით დაამარცხა, სადაც ბენზემამ დუბლი გაიფორმა, 2015/16 წლის კამპანიაში ბენზემამ კიდევ ერთხელ გაიფორმა დუბლი. შედეგად, „სან მამესის“ მოედანზე, „ლოს ბლანკოსმა“ მეტოქეს 2:1 ანგარიშით სძლია.

ბენზემამ ბოლო ორი ბურთის გატანა „ლა ლიგის“ 2016/17 წლის კამპანიაში მოახერხა, რა დროსაც, თავდამსხმელმა ლიგის ორ მატჩში თითო გოლი გაიტანა. ორივე შეხვედრა „რეალის“ გამარჯვებით დასრულდა.

გოლების გარდა, კარიმ ბენზემა შედეგიანი გადაცემებითაც გამოირჩევა. „ატლეტიკის“ წინააღმდეგ, ბენზემას 3 საგოლე პასი აქვს გაკეთებული, გოლები კი მარსელომ, ოზილმა და ისკომ გაიტანეს.

დაამწუხრებს თუ არა "სან მამესზე" შეკრებილ "ატლეტიკის" გულშემატკივრებს ფრანგი დღესაც, ამას მალე შევიტყობთ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა