ცნობილია თანხის მოცულობა, რომელსაც ზიდანი ანაზღაურების სახით მიიღებს

image


ზინედინ ზიდანის მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელად დაბრუნების ფონზე, ცნობილი ხდება ფრანგთან გაფორმებული ახალი ხელშეკრულების ფინანსური დეტალებიც.

ესპანური გამოცემა "El Confidential" გვატყობინებს, რომ 3-წლიანი კონტრაქტის ფარგლებში, 46 წლის სპეციალისტი სეზონში 12 მილიონ ევროს მიიღებს. ამას გარდა, ტურნირებზე გუნდის წარმატების შემთხვევაში, ზიდანთან გაფორმებული ხელშეკრულება ფრანგისთვის სოლიდური ბონუსების წყაროც იქნება.

აღსანიშნავია, რომ "რეალში" გატარებულ თავის პირველ სეზონში (2016 წელი), სპეციალისტი წელიწადში 2,5 მილიონ ევროს იღებდა. ასე რომ, უახლესი კონტრაქტი მნიშვნელოვან კონტრასტშია ძველ მაჩვენებელთან. პოსტის დატოვების წინა პერიოდშიც, გასული სეზონის მიწურულს, ზიდანი 7.5 მილიონ ევროს იღებდა.

მართალია, ზიდანის ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის გეტყვით, რომ "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე წელიწადში 24 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა