ზიდანმა პერესს თხოვნით მიმართა, რომელიც მარსელოს უკავშირდება

image


მადრიდის "რეალის" ფეხბურთელ მარსელოს ყველა შესაძლებლობა და პირობა აქვს იმისათვის, რომ "სამეფო კლუბში" დარჩეს. ყოველ შემთხვევაში, ასე სურს ზინედინ ზიდანს.

ფრანგი სპეციალისტის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნებამ მადრიდული გრანდის სატრანსფერო კამპანიაზე უკვე იქონია გავლენა.

"ლოს ბლანკოსის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან მოლაპარაკებების წარმოების პროცესში, ზინედინ ზიდანმა მას მარსელოს გუნდში შენარჩუნება სთხოვა.

ზიდანის პოზიცია და დამოკიდებულება თავად 30 წლის ფეხბურთელისთვის ისედაც კარგად ცნობილია.

უახლოეს დღეებში, ზიდანი ბრაზილიელთან ერთად კლუბში შექმნილ ვითარებასა და მცველის მდგომარეობას განიხილავს.

უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარსელომ "იუვენტუსთან" სატრანსფერო ხელშეკრულების დეტალები შეათანხმა.

ცოტა ხნის წინ, ესპანურმა წყაროებმა ისიც დაწერეს, რომ ვარჯიშზე მარსელო რამოსს დაუპირისპირდა, თუმცაღა, ეს ასე არ ყოფილა. ვარჯიშზე პატარა კინკლაობას ჰქონდა ადგილი, რომელიც მოედანზევე დარჩა, სინამდვილეში არაფერი სერიოზული არ მომხდარა.

მარსელოს შესახებ მალე ყოველგვარი ეჭვები გაიფანტება. მაღალი ალბათობით, ის "სამეფო კლუბში" დარჩება. ამაზე მიგვითითებს ბრაზილიელის მიერ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი, სადაც მარსელო ამბობს: "მადრიდი ჩემი სახლია!"

ინფორმაციის წყარო: პორტუგალიური გამოცემა "A Bola".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა