სერხიო რამოსი: უფრო მეტი ვიდრე კაპიტანი

image


გასული კვირა მადრიდის "რეალისთვის" მძიმე აღმოჩნდა, მაგრამ სერხიო რამოსმა კლუბის სირთულეები საკუთარ ზურგზე იტვირთა.

ის რეალობას არ შეუშინდა, არც არსად დამალულა, არამედ ჩემპიონთა ლიგის წარუმატებელი მატჩის შემდგომ, "რეალის" გასახდელში შევიდა და იქ მყოფი ფეხბურთელები ფლორენტინო პერესის გულისწყრომისგან დაიცვა. როდესაც გასახდელი კლუბის ყველა დელეგატმა და სამწვრთნელო შტაბის წევრმა დატოვა, რამოსი თანაგუნდელებს გაესაუბრა და გაამხნევა.

კრიზისის დროს, რამოსმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის უფრო მეტია, ვიდრე გუნდის კაპიტანი.

პრეზიდენტის მიმართულების ეჭვქვეშ დაყენება და პერესის პოლიტიკის კრიტიკა

"აიაქსთან" 4:1 ანგარიშით დამარცხებით, რამოსი უკიდურესად გულნატკენი იყო. როდესაც ფლორენტინო პერესი კლუბის გასახდელში შევიდა და ფეხბურთელებს განურისხდა, რამოსი მას მტკიცედ დაუდგა და გააკრიტიკა - უთხრა, რომ ზაფხულში პრეზიდენტი შეცდა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაძლო შედეგები სწორად ვერ გათვალა, ვერც ვერაფერი დაგეგმა, არც თავდამსხმელი გაიფორმა და შედეგად, მან "პაციენტს სიკვდილის უფლება მისცა."

კამათის შემდგომ, რამოსმა ცალკე მიმართა თანაგუნდელებს და არც ამას შეუშინდა. სერხიომ თანაგუნდელები გააკრიტიკა, მაგრამ ამავე დროს ისინი გაამხნევა, ერთობისკენ და დარჩენილ სეზონში სიმტკიცისკენ მოუწოდა.

რამოსი მწვრთნელებს ან ვეტოს ადებს, ან მისი რეკომენდაციით ინიშნებიან

ზაფხულში, ხულენ ლოპეტეგის მადრიდის "რეალის" სათავეში მოსვლა მნიშვნელოვანწილად სწორედ სერხიო რამოსის რეკომენდაციამ განაპირობა. ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის დათხოვნის შემდგომ, სწორედ სერხიო იყო ის ფიგურა, რომლის გამოც, როგოროც ჩანს, "რეალის" სათავეში ანტონიო კონტე არ მოსულა. რამოსი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.

მადრიდის "რეალს" ისიც მშვენივრად ესმის, რომ რამოსი მოურინიოს კლუბში მოსვლის წინააღმდეგია და ეს გარემოება "ლოს ბლანკოსის" მენეჯმენტის სამომავლო გადაწყვეტილებაზე აუცილებლად ჰპოვებს ასახვას.

ხუთშაბათს, გასახდელში შესვლითა და თანაგუნდელებთან გასაუბრებით, რამოსმა მტკიცე ხასიათი, ლიდერის თვისებები გამოავლინა და როდესაც სანტიაგო სოლარი ახლოს არ იმყოფებოდა, მან მწვრთნელის ამპლუაც კი შეითავსა იმდენად, რამდენადაც კლუბის უდიდესი მოტივატორი გახდა.

ვალდებული არ არის, მაგრამ "ვალიადოლიდთან" მატჩზე გუნდთან ერთად მიემგზავრება

დისკვალიფიკაციის გამო, რამოსი "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, მაგრამ მატჩზე მაინც გაემგზავრება და ფეხბურთელებთან ერთად იქნება მორალური თუ პრაქტიკული მხარდაჭერის გაცემის სურვილით. გუნდთან ერთად ფლორენტინო პერესიც იქნება. იქნებ რამოსი და პერესი სწორედ კვირის შეხვედრის მიმდინარეობისას შერიგდნენ?

რამოსი აკონტროლებს კლუბიდან გამავალ ინფორმაციას

უკანასკნელ კვირებში, მადრიდის "რეალის" კრიზისის ფონზე, სერხიო რამოსი მედიას არ შეუშინდა. მან ორატორის და ოფიციალური წარმომადგენლის როლიც კი შეითავსა. ცუდი ფორმის ფონზე და "ბარსელონასთან" დამარცხებების შემდგომ, იგი თამამად პასუხობდა ჟურნალისტების ძნელ კითხვებს.

"რეალთან" დაკავშირებით ათასგვარი ხმები ვრცელდება. ზოგიერთი რამ თავად გუნდის წევრების ინტერვიუებისგან მომდინარეობს. მასმედიას ეს მხედველობის მიღმა არ რჩება ხოლმე და სათავისოდ იყენებს, ქმნის რა სკანდალებს. ყოველივე ზემოთქმული განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს და მეტ ყურადღებას საჭიროებს "აიაქსთან" დამარცხებისა და რამოსსა და პერესს შორის მომხდარი გაუგებრობის შემდგომ. შექმნილი ვითარება კარგად ესმის კაპიტანს და იცის, რომ აუცილებელია იმ ინფორმაციის გაკონტროლება, რომელიც მადრიდის "რეალის" კულისებიდან ვრცელდება. ამ გზით, კლუბს ერთიანობისა და სიმშვიდის შენარჩუნება ბევრად გაუადვილდება.

მადრიდის "რეალის" კაპიტნის სამკლაური დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, რასაც რამოსი თავს შესანიშნავად ართმევს - ის მართლაც გამორჩეულია, ის უფრო მეტია ვიდრე კაპიტანი!


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა