"გადამიხადე რაც საჭიროა და წავალ!" - რამოსმა და პერესმა "რეალის" გასახდელში იჩხუბეს » "რეალის" ფან-კლუბი


"გადამიხადე რაც საჭიროა და წავალ!" - რამოსმა და პერესმა "რეალის" გასახდელში იჩხუბეს

image


ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "აიაქსთან" დამარცხების შემდგომ, მადრიდის "რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი და პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ერთამენთს დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდგომ, კლუბის გასახდელში თავად ფლორენტინო პერესი შევიდა. მან მომხდარში მოთამაშეები დაადანაშაულა და მატჩს სამარცხვინო უწოდა, სერხიო რამოსმა კი მას შეახსენა, რომ გასულ ზაფხულს, გუნდის წევრებმა პრეზიდენტს ერთხმად მოუწოდეს თავდამსხმელის ყიდვისკენ, მაგრამ პერესმა ეს თხოვნა ყურად არ იღო.

კაპიტნის თქმით, მხოლოდ ფეხბურთელების დადანაშაულება არასწორია.

პერესსა და რამოსს შორის კამათი კიდევ უფრო გამწვავდა - პრეზიდენტი კაპიტანს კლუბიდან გაგდებით დაემუქრა. სერხიო რამოსმა პასუხად მხოლოდ ის თქვა, რომ "რეალთან" კონტრაქტი კვლავ აკავშირებს და პრეზიდენტს მისი თანხა ჯერ ისევ მართებს, შემდგომ კი თავაწეული შეეძლება კლუბის დატოვება.

"გადამიხადე რაც მეკუთვნის და წავალ. მადრიდის "რეალსა" და პირადად შენ ყველაფერი შემოგწირეთ." - ეს სიტყვები უთხრა რამოსმა პერესს "ლოს ბლანკოსის" გასახდელში, სადაც დაძაბული ვითარება ძნელად განიმუხტა.

ზემოთხსენებულ ინფორმაციას ადასტურებენ ესპანური გამოცემები "AS" და "Marca".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა