ისკომ ბოდიში მოიხადა

image


მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა ისკომ "ლოს ბლანკოსის" მოთამაშეებს პატიება სთხოვა იმის გამო, რომ "აიაქსთან" მატჩზე იმავე ავტობუსით არ გაემგზავრა, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ.

მასმედიის ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი 26 წლის ფეხბურთელის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის განაცხადში ვერ მოხვედრა გახდა. საბოლოოდ, ნახევარმცველმა კლუბის ბაზა საკუთარი ავტომობილით დატოვა.

ისკოს ამგვარმა ქცევამ გუნდის წევრების უკმაყოფილება გამოიწვია, განსაკუთრებით გაღიზიანდა "თეთრების" კაპიტანი სერხიო რამოსი.

ცოტა ხნის წინ, ისკომ ბრალი აღიარა და თანაგუნდელების წინაშე ბოდიში მოიხადა.

ესპანელი ნახევარმცველის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უპირველესად სანტიაგო სოლარისთან დაძაბულმა ურთიერთობამ განაპირობა.

დღეისათვის, არგენტინელი სპეციალისტის მომავალი "სამეფო კლუბში" სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - ზაფხულში მას მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დათხოვნას უწინასწარმეტყველებენ.

მიმდინარე სეზონში ისკომ 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა. "გოლს+პასი" სისტემით, მას მხოლოდ 5 ქულა აქვს მოგროვილი.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა