რამოსმა კაპიტნის როლი შეითავსა და გასახდელში გუნდი გაამხნევა
მადრიდის ,,რეალის" კაპიტანმა, სერხიო რამოსმა გასახდელში კაპიტნის როლი შეითავსა და გუნდელები გაამხნევა.
გუნდში საშინელი მდგომარეობაა-„სამეფო კლუბმა“ ბოლო 3 კლასიკოდან 2 წააგო და 1 ფრედ დაასრულა, ფაქტობრივად გამოეთიშა ლა-ლიგისთვის ბრძოლას და ჩემპიონთა ლიგას 1/8 ფინალიდან გამოეთიშა, სადაც ამსტერდამის ,,აიაქსთან" 4-1 დამარცხდა.
ესპანელმა მცველმა გუნდის სხვა ფეხბურთელები გაამხნევა და უთხრა, რომ ყოველ მატჩში ისეთი მოტივირებულები გამოვიდნენ, როგორც ადრე.
ბოლო სიახლეები