უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია "რეალის" შესახებ - სპეციალურ კრებაზე გადაწყვეტილება მიიღეს!

image


ესპანური გამოცემა "AS" საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. მადრიდის "რეალის" ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვას ფლორენტინო პერესის მყისიერი რეაქცია მოჰყვა. მატჩის დასრულების შემდგომ, მან "კრიზისის კაბინეტი" გამართა, რომელიც გვიან ღამემდე მუშაობდა. მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელებთან ერთად, ფლორენტინო პერესმა "სამეფო კლუბის" სამომავლო გეგმები განიხილა და "რეალის" განვითარების სტრატეგიზე იმსჯელა.

მენეჯერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ შემადგენლობის განახლებაა საჭირო. საჭიროა იმ ფეხბურთელების გაშვება, რომელთაც ფეხბურთი "ყელში ამოუვიდათ". მათში იგულისხმებიან კროოსი, მარსელო, ბეილი. გადაწყდა, რომ აუცილებელია გუნდში ახალი ფეხბურთელების მოწვევა. თავის მხრივ, ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში გულშემატკივრებში შექმნილ დაძაბულობას განმუხტავს.

შემდეგი საკითხი მთავარ მწვრთნელს ეხება. წყაროს ინფორმაციით, კაბინეტში მწვავე დავა გაიმართა. პერესი ხულენ ლოპეტეგის დათხოვნის გამო და სანტიაგო სოლარის დანიშვნის გამო გააკრიტიკეს. ამ უკანასკნელს 2021 წლამდე მოქმედი კონტრაქტი შესთავაზეს. მენეჯერები პრობლემას ფულის ზედმეტად გაფლანგვაშიც ხედავენ.

საბოლოოდ, სპეციალურ შეხვედრაზე სოლარის პოტენციური შემცვლელების საკითხიც განიხილეს. სიაში იოახიმ ლიოვი, იურგენ კლოპი, მასიმილიანო ალეგრი, მაურისიო პოჩეტინო და ჟოზე მოურინიო მოხვდნენ. ცხადია, არჩევანი მარტივი არ იქნება, რადგანაც მენეჯერებს ესმით ის გარემოება, რომ მათ მიერ დაშვებულმა ერთმა შეცდომამ კრიზისი შესაძლოა უარესად გაამწვავოს. სანტიაგო სოლარის სეზონის მიმდინარეობისას არ გაუშვებენ, არამედ სეზონის დასრულების შემდგომ დაითხოვენ. აღსანიშნავია, რომ სოლარი სიმშვიდეს ინარჩუნებს და მიმდინარე წლის მშვიდობით ჩამთავრება სურს. მისი დროზე ადრე პოსტიდან გაშვება დამატებით რეზონანს გამოიწვევდა და თანაც, როდესაც "რეალი" სამივე ტიტულს დაემშვიდობა, მის გარეშე ყოფნა აღარაფერს გამოასწორებდა და ჯერ-ჯერობით არაფრის საშველი არ იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალი" ესპანეთის საფეხბურთო თასის 1/2 ფინალში "ბარსელონასთან" დამარცხდა, ჩემპიონთა ლიგაზე ხსენებულ "აიაქსთან" წააგო, "ლა ლიგაში" კი პირველ ადგილზე მყოფ "ბარსელონასგან" 12 ქულა აშორებს.

დღეს მადრიდის "რეალი" თავის 117-ე დაბადების დღეს აღნიშნავს, მაგრამ სამწუხაროდ, არც კლუბს და არც ჩვენ არ გვეზეიმება - "სამეფო კლუბმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ზედიზედ ოთხი საშინაო მატჩი წააგო, რაც 15 წლის მანძილზე არ მომხდარა.

იმედს ვიტოვებთ, რომ მადრიდის "რეალი" ფუნდამენტურად გარდაიქმნება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა