ვინისიუს ჟუნიორის ბრწყინვალე მიღწევა და შესანიშნავი ამბავი ბრაზილიელის შესახებ!

image


ვინისიუს ჟუნიორის შესახებ კარგი ამბები დღითიდღე იმატებს. ბრაზილიელმა თინეიჯერმა შეძლო და მალევე იქცა ლიდერად მადრიდის "რეალის" შეტევაში. ამას გარდა, ახლახანს იგი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს. ჟუნიორის ბოლო მიღწევა კი მისი საბაზრო ღირებულების საგრძნობ ზრდას უკავშირდება.

როგორც წყარო "transfermarkt.de" იუწყება, ვინისიუსის ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება 70 მილიონი ევროა. ეს კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებიც 2000 წელსა და შემდგომ დაიბადნენ.

აუცილებლად აღსანიშნავია ისიც, რომ რაფაელ ვარანის, მარკო ასენსიოსა და ტონი კროოსის შემდგომ, ვინისიუსი მადრიდის "რეალის" მეოთხე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. ანალოგიური მდგომარეობაა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებშიც - ნეიმარის, ფირმინოსა და კოუტინიოს შემდგომ, ვინისიუსი ასევე ყველაზე ფასეულ მოთამაშედ სახელდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, "ლოს ბლანკოსმა" ვინისიუსში 35 მილიონი ევრო გადაიხადა.

აქვე გეტყვის იმასაც, რომ "transfermarkt.de"-ს მიხედვით, პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი კილიან მბაპეა. მისი ღირებულება 200 მილიონი ევროა. მიმდინარე წლის ბოლოს, ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი 21 წლის გახდება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა